Sunday, November 13, 2011

ხმა

წეღან კარადა გამოვაღე და ვიგრძენი როგორ გადამემსხვრა ფეხზე ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი. რამდენიმე წამი ვუცდიდი როდის გაქრებოდა ჩემი ფეხი. მერე ამიაკის სუნი ვიგრძენი, კარადაში შევიხედე და გოგირდმაჟვა თავის ადგილას იყო. ამოვისუნთქე და კინაღამ დავიხრჩე.
რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის კიბეეზე დავგორდი, ფეხი ახლაც მტკივა.
ნამცხვარი ისევ არ იჭმევა. და ტესტირების დროს ყოველთვის ის მხვდება რაც არ ვიცი.
ყველაფერი ძველებურადაა, ანდაც არა.
ნოემბერში თოვლი ვინმეს ახსოვს? მე არა. არც თოვლი არც ასეთი ქარი და არც სიცივე.
გარეთ ისეა ყველაფერი მოწყობილი რომ ღამე ძილიც კი ჭირს.
ასე ბავშვობაში მემართებოდა, ისიც მარტში, ქუჩაზე კატები რომ მრავლდებოდნენ და კნაოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ პიდაპირ ჩემი ფანჯრების წინ პატარა ბავშვები იყვნენ და ტიროდნენ. მერე დედა მაწყნარებდა ხოლმე.
დედას გუშინდელზეც მოვუყევი და შეეშინდა, მითხრა რომ გადავიღალე.
გუშინ ზუსტად ის დღე იყო, ის ადგილი. მშვიდად ვჯღაპნიდი რაღაცებს, უცებ ისეთი ქარი ამოვარდა რომ ფანჯრებში გაატანა, ისეთი შეგრძნება მქონდა მინები ჩიმტვრეოდა. აქამდე ასეთი ქარი არასდროს მინახავს, დავრწმუნდი და დავიჯერე რომ "ქარი კივის" ჩვეულებრივი შეთანხმება არ იყო.
ასეთი არაამქვეყნიური ხმა პირველად გავიგე, შეიძლება უბრალოდ დათრგუნული ვიყავი. არ ვიცი ვერ ვვხდები. რატომღაც ძალიან მომინდა რომ ფანჯრები გამეღო და მგონი ის პირვეად გავლანძღე "რატომ არის ფანჯარა დალურსმული ლევან..!" მერე სულ სხვა რაღაცა გამახსენდა. როგორ მიშლიდნენ ფანჯარაში დაჯდომას მარტო.
და მგონი პირველად გავხდი ასე მარტო ერთი, იმ ღმეს.
ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, მგონი ყველა და ყველაფერი დავადანაშაულე ჩემს გარდა.
შუა ღამეს მის გვერდზე ოთახში ვცადე დაძინება და გარკვევით მესმოდა ცარიელ ოთახში როგორ მოძრაობდა ბორბლებიანი სკამი, მერე წაროვიდგინე რომ იქ ყველაფერი ღია და ნათლი იყო.მერე კიდევ ათასი სისულელე იყო. სურვილი გამიჩნდა შუქი ამენთო და ყველაფერი მომეყოლა, ვინმესთვის მაინც. მაგრამ მუდმივად ერთ რამეს ვიგებ "შენ გადაიღალე."
მე მართლა ძალიან გადავიღალე და ძალიან გავიყინე იმ ღამით.
საბანი გადავიფარე.
პრინციპში აქ გონება არაფერ შუაშია, რეფლექსურად სხვა რაღაცაზე დავიწყე ფიქრი და დავმშვიდდი.
გამთნიისას იმ ოთაში შევედი და დავინახე როგორ ეძინა კატას იმ ბორბლებიან სავარძელზე.
დილით ჩაიმაც ბოლომდე არ მიშველა.
გონებით მუდმივად სადღაც სხვაგან ვარ და ვერაფერს ვერ ვახერხებ.
იმაზე ფიქრიც მაშინებს, დღეს კვირა მთავრდება და ხვალ ორშაბათია მე კიდევ ასეთი განწყობა მაქვს.

No comments:

Post a Comment