Tuesday, January 17, 2012



მეც რომ მენახა მაღლიდან გადმოფრენილი შერლოკი.... +7 თვე

თუმცა ახლა სხვა რამე უნდა მეთქვა. ამოვისუნთქებ, იმიტომ რომ გადამიარა თავზე მთელმა აღელვებამ, სპექტაკლებმა, ახალ-ახალმა მონოლოგებმა, ამათმა სიბრძნემ.
ჩაიარა სახლში სტუმრობებმა, ტირილმა და გულისაჩუყებამ.
საკუთარი თავის მრცხვენია. ადამიანი რაღაცას ითხოვდა, თან ტირილით.
მე ამ დროს იძულებული ვარ ოთახიდან გავიდე.
ტახტზე ვწვები, ბოლო ხმაზე ვიცინი, იქ რომ დავრჩენილიყავი შანსი არაა, თავს ვერ შევიკავებდი.
ანტო ბალიშს მაფარებს და თვითონაც იცინის.
ის ქალი მიდის, სახლში ჩხუბია.
არადა არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდათ.
ყველა ჯერ იბოღმება ჩემზე, ჩხუბობს, მერე ვეცოდები. ამდენი როგორ ავიტანე. ნწნწ..
ამის მოსმენის შემდეგ მეც საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობას განვიცდი.
ოკ, ვეცდენი ყველაფერი მოვაგვარო. ასე ხომ არ ინქება სულ.
არადა სულ ასე იქნება, ოდნავ შევამსუბუქებ.
ახალი პალტო ვიყიდე.
ახალი პალტოთი ახალ სკოლაში წავალ.

"ჩემ შვილზე ექსპერიმენტს ვერ ჩვატარებ" - დედა

გუშინწინ ახალ სკოლაში ვიყავით. კედლები ნაცრისფერია, დერეფნები უსაშველოდ გრძელი. ოთხი სართულია, კიბეები ორ წყებად არის, თითო წყებაში 13 საფეხურია. მეათე კლასი მეოთხე სართულზეა.
"დილის აერობიკა" - მეგობარი

რაც მთავარია ამ სკოლაში თბილა, შესაბამისად ვეცდები აღარ შემცივდეს.

ლევანი ჩამოვიდა. ყურებამდე ვიღიმი.
უკანასკნელი რამდენიმე დღე ისე ვცხოვრობ ან ვერ ვცხოვრობ, ან თუნდაც ვეღარ ვცხოვრობ როგორც მაშინ, როცა რაღაც ძალიან მაწუხებს.
არასოდეს არ მიცურავია აკვალანგით, არადა პროფესიონალები 70 მეტრის იქითაც კი ჩადიან. საშინლად მინდა როდესმე მეც ამ სიღრმემდე ჩავიდე.

ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ორ მეტრის სიშორით ჩაუარო გვერდით და უბრალოდ ვერ შეამჩნიო.
 მე კიდიევ ავტობუსში შევამჩნიე რომ ვიღაცას ის სუნამო ესხა რომელსაც იგი ხმარობს, გამახსენდა და მოემენატრა, ორი კვირაა ვერ ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ქუჩის ბოლოდან შევძლებ მის ცნობას.

ახლა კი არაფერი დამრჩენია იმის გარდა რომ მოვისმინო
"შენ არაფერი არ უნდა დამალო, შენ არ უნდა მოიტყუო, ყველას მეგობარს ნუ უწოდებ შეხედე რა გიქნეს, ის აქ აღარ მოვიდეს"

მე არ ვიტყუები, ან ბევრს ვიტყუებოდი და მეც მჯეროდა. ტყუილი - უბრალოდ შეიძლება ეს ასე ყოფილიყო, მეტი არაფერი.
არ ვმალავ, უბრალოდ არ ვამბობ.
და ხალხს ისედაც ვერ ვიტან, მით უმეტეს ჩემ სახლში.

და ამ ყველაფრის მერე მეკითხებიან რატომ დავიღალე.
მეც ვწვები ჩემ საწოლში, თავზე საბანს ვიფარებ და ვცდილობ რაც შეიძლება შორს, სხვა ადგილას წავიდე, წარმოსახვით მაინც.

ნააააააან

No comments:

Post a Comment