- ვერ ვიტან შოპენს, ბეთჰოვენი ჯობია - ლევანი
- სჯობს - მე (ხასიათში გადასული ჩვეულება)
მერე რამდენიმე წუთი იმაზე ვკინკლაობთ რომელია უკეთესი, ბოლოს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას ვუსმენ ცხოვრებაში პირველად.
და მომწონს.
მრცხვენია რომ აქამდე არასდროს მქონდა მოსმენილი, მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა.
ამ ზამთარს წელიწად-ნახევარი გახვდა რაც ვუკრავ :)
არ მჯერა რომ ჯერ კიდევ თავი არ დამინებებია. რატომღაც ყველას ეგონა რომ მაქსიმუმ 3 თვეს გავძლებდი :) ამიტომ მხოლოდ ბევრი წუწუნის შემდეგ გადაიტანეს პიანინო დიღომში, ახლაც ყოველ ხუთშაბათს და შაბათს ვმეცადინეობ 2-2 საათით.
ვგიჟდები ისე მომწონს რაღაცა რომ გამომდის. ჯერ ისე ვერ ვუკრავ როგორც საჭიროა. ჩემი ბგერები დასამუშავებელია, ყველაზე ცუდი ის არის რომ არ ვითვლი, გაშლილი და დაძაბული ხელებით ვუკრავ ამიტომაც ხშირად იმ კლავიშზე მეჭირება და რომელზეც არ უნდა დამეჭიროს, თუ სისტემატურად არ გავიმეორე ძალიან მალე მავიწყდება. სხვა დანარჩენი - ნორმალურადაა.
ჯერ მარტო ოთხი ნაწარმოები გავარჩიე.
1.
კომპოზიტორი : შოპენი
დასახელება : Waltz op. 34 n°2
სირთულე : 10/8
სწავლის ხანგრძლივობა : სადღაც 7 თვე + -ით
http://www.youtube.com/watch?v=9tCafgGZtxQ&feature=related
პირველად რომ შოპენი გამერჩია ჩემი იდეა იყო, ჩემი ცუდი იდეა იყო. მეგონა პიანინოსთან დაჯდომა და დაკვრა ძალიან ადვილი იყო და ამას მეც შევძლებდი.
სწავლის პროცესში კი თითქმის დავრწმუნდი რომ თავი უნდა დამენებებინა. ახლაც საშინლად ვუკრავ. უბრალოდ მუსიკალურად არ გამომდის. იმას რასაც მე იმ ორ კლავიშს ვუკეთებ ტრელი არ ქვია. + ამას ბოლო ნაწილი, ორჯერ რომ იმეორებს არ ვიცი, ნერვები არ მეყო რომ მესწავლა. ახლაც მიკვირს ამ ვალსის შემდეგ რატომ გავაგრძელე საერთოდ დაკვრა.
2.
კომპოზიტორი : ჩაიკოვსკი
დასახელება: Barcalora
სირთულე : 10/6
სწავლის ხანგრძლივობა : 5 თვემდე. მაისის დასაწყისში დავიწყე სწავლა, იდეაში ივნისში უნდა დამეკრა მაგრამ აგვისტოს გადავაცილე.
http://www.youtube.com/watch?v=eBDAklpf8X4
ეს იმდენად არ გამჭირვებია. თან რასაც ვუკრავ ორიგინლას გავს. შუა ნაწილი მიჭირს ცოტა და დიდ ტალღებს ვერ ვაკეთებ, უფროსწორად მარჯვენა ხელით გამომდის, მარცხენათი ვერა. დროში იწელება, ყოველშემთხვევაში ჩემ დაკრულ შოპენს 10 თავით სჯობს.
3.
კომპოზიტორი : შუმანი
დასახელება : sailors song
სირთულე : 10/ 9
სწავლის ხანგრძლივობა : 2 თვე
http://www.youtube.com/watch?v=ptELmUyqti8
ვერ ვიტან შუმანს
ვერ ვიტან შუმანს
ვერ ვიტან შუმანს
და საერთოდაც ტერციებით დაკვრა სისულელეა. ხომ, შოპენი მივიყვანე ბოლომდე და შუმანზე ნერვებმა მიმტყუნა. რამდენიმე საათი გადაბმულად ვმეცადინეობდი და შედეგს ვერ ვხდევადი. საშინელებაა, ცუტა უფრო ადრე უნდა მივხვდარიყავი, რომ შუმანს ვერ დავუკრავდი. ჯერჯერობით ერთადერთი ნაწარმოებია რომელიც ბოლომდე ვერ მივიყვანე.
4.
კომპოზიტორი : ბეთჰოვენი
დასახელება : Moonlight Sonata
სირთულე : 10/4
სწავლის ხანგრძლივობა : 3 თვე
http://www.youtube.com/watch?v=vQVeaIHWWck
ჩემი კლასელი კონსერვატორიაში სწავლობს და რომ ვუთხარი მთვარის სონატას ვარჩევ მეთქი გაეღიმა და მითხრა, რომ ეგ მე-10 კლასის პროგრამაში შედის. ხომ არიან ადამიანები რომელებიც ჩემნაირად პირველად ხვდებიან პიანინოსთან და ყველაზე ადვილი აკორდების სწავლასაც კი საათებს ანდომებენ. ხომდა ყველა ასეთი, ჩემი ჩათვლით უპირობოდ არჩევს მთვარის სონატას. ლამაზია + ადვილია. პირველ ნაწილზე მაქვს საუბარი. ამჟამად ყველაზე კარგად ეს გამომდის.
5.
კომპოზიტორი : მოცარტი
დასახელება : Turkish March
სირთულე : 10/6
სწავლის ხანგრძლივობა : ჯერ 1 თვე.
http://www.youtube.com/watch?v=5UvGf13H6wQ
ძალიან მომწონს, აქაც არის ტერციები მაგრამ მთლად შუმაივით უაზრო არა. აკორდებით დაკვრაც კარგად გამომდის. ტრელიც ადამიანურია უკვე. მელოდიურია, თითქოს ადვილად ისმის, მაგრამ სისწრაფის გამო ზოგჯერ ბგერები მერევა, მაგრამ ეგ გამოსწორებადია.
მორჩა.
ჯერ მხოლოდ წელიწად-ნახევარია, კიდევ რამდენიმე ნაწარმოების გარჩვას ვაპირებ. კიდევ ერთი რასაც მივხდი ის არის რომ მარტო გაცილებით კარგად ვუკრავ, საკმარისია რომ ვიღაცისთვის დაკვრა დავიწყო, რომ ეგრევე ხელები მებლანდება და მავიწყდება.
კიდევ იმას მივხვდი რომ ამ ბოლო დროს გაცილებით უკეთ ვუკრავ.
მე უკვე ტექნიკა მაქვს, მართალია უხეში მაგრამ რომ ვუფიქრდები სულ უქონლობას, როგორც ეს სწავლსი დასაწყისში მქონდა, ასე სჯობს.

No comments:
Post a Comment