Sunday, July 10, 2011

ჩემი ადგილები

ზუსტად არ მახსოვს, მგონი შაბათ დილას ჩვეულებრივზე გაცილებით
ადრე ავდექი. ჩაი დავაყენე, მერე ჩანთა მოვძებნე, ტანსაცმელი ჩავალაგე და კარებისკენ წავედი. მარტო მაშინ გამახსენდა რომ მგონი 4-5 დღე იყო რაც სახლიდან არ გავსულიყავი. მოვბრუნდი, ჩაი დავლიე და იმაზე ფიქრი დავიწყე, რომ სულაც არ არის ნორმალური დღე-ღამეში 16-17 საათზე მეტი გეძინოს, არც ის რომ დანაჩენი დრო კითხვში, რამის ყურებასა და ორიგამების კეთაბაში გაიყვანო.

არადა არაფერი არ მჭირს. არც არაფერი მომხდარა, ისეთი დიდი, გრანდიოზული და საშინელი რომ სახლში გამოვკეტილიყავი.
სჯობდა სულაც არ მეფიქრა რამე რეალურზე, მგონი ამ დროის მანძილზე პირველად გამოვფხიზლდი.

“როგორ შეიძლება ამ მომენტში ხელი შეუშლო, მე რომ მის ადგილას ვიყო არ მესიამოვნებოდა“ ჩემი ერთი კეთილისმსურველის რჩვა, ოღონდ ხუმრობის ტონით.

ჩანთა ამოვალაგე და დიდი ხნით წასვლა გადავიფიქრე.

არსებობს ადგილები სადაც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არსებობს კიდევ ის პრობლემები, რომელებიც მხოლოდ ნაწილობრივ მეხება და მის გადაწყეტას არც არავინ მთხოვს, თავადვე აგვარებენ ყველაფერს, ყველაფერი წესით ისე უნდა იყოს როგორც ახლაა.
არსებობს ოთახები სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ, ან სადაც დაცული ვარ. ჩემ ოთახი არაფერი ამის მსგავსი არ არის მაგრამ იქიდან გამოსვლა მაინც არასდროს მინდება.
ზოგჯერ ვფიქრობ როგორი იქნება ის იდეალური ადგილები სადაც თავს საკუთარ ოთახზე უფრო კარგად ვიგრძნობ.


ხომდა, რამდენიმე დღის წინ უსაქმორობაში წარმოდგენილი ადგილი, სადაც როგორც ჩემ სახლში და ლევანის ოთახში იმის მსგავსად უნდა ვგრძნობდე თავს.




1 - სახლი, რომელიც საულაც არ მაქვს პრეტენზია თუ დიდი არ იქნება.

2 - აღნიშნულია ფერადი ქვაფენილი, რომელიც აუცილებლად იმაზე ფერადი უნდა იყოს ვიდრე ნახატზეა, უბრალოდ მე არ გამომივიდა ისე.

3 - ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ქვით მოქირწყლული გზაა. მასალა ნაცრისფერია, პატარა მწვანე კვადრატები კი იაპონური ჯიშის ხეებს აღნიშნავს, რომლის პოვნა მხოლოდ გუდვილში შევძელი. ქოთნებით მისი გადაადგილება უფრო მარტივია. შემდეგი მწვანე ზოლი კი ჩვეულებრივი გაზონია. მხოლოდ ფერადი ქვაფენილი და ეს გზა დააკავშირებს ბაღის მეორე ნაწილთან.

4 - სახლის პირისპირ მდგარი გალია. რომელიც მაღალი გაზონის გამო სახლიდან სავარაუდოდ არ ჩანს.

5 - დიიდი აუზი.

6 - ეს არის პატარა შადრევანი, რომელსაც სიბოლური დატვირთვა აქვს. კიდევ შადრვანს საკუთარი, ინდივიდუალური დიზაინი ექნება, მაგრამ ეგ უკვე ცალკე თემაა. უბრალოდ უაზროდ მშვიდი გარემო იქნება შემოგომისას ბაღის ამ ნაწილში.

7 - ბაღის მეორე ნაწილი მთლიანად მწვანეა და დარგულია სხვადასხვა ჯიშის 100 მეტი ხე. არის ცოტა ადგილი.

8 - ეს ნაწილი, ჩემი გათვლებით ყველაზე მშვიდი უნდა გამოვიდეს
პატარა ვარდისფერი წრეები აღნიშნავენ იაპონურ საკურას.
მნიშვნელობა არ აქვს, მარადმწვანე ხეებში ის ისვე მსვენიერი გამოჩდება, როგორც ზამთარში. საკურას ქვე-ბაღში იქნება პატარა ქვაფენილის ნაწილი, იქვე იქნება ჰამაკი, რომელიც მიყვარს.
ეს საუკეთსო ადგილი იქნება ჩემნაირი ადამიანებისთვის.

9 - მოლი


ჩემი ეკოლოოგიის ლექციები რაღაცაში მაინც გამომადგა.

ახლა სიამოვნებით ვიქნებოდი ბაღის მარჯვენა ნაწილში, მარტო

No comments:

Post a Comment