Friday, October 7, 2011

ჩემი ადგილების მსგავსი პოსტი

სათაურის მაგივრად შეიძლება ყოფილიყო პოზიტიური ამბავი, მაგრამ გამახსენდა რომ მაგ სიტყვას ვერ ვიტან, ანდაც - მე, მხატვრობა და მუსიკა, ან მე და ხელოვნება.

მე ახლა მცალია, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მე კიდევ ოთახში ვარ გამოკეტილი და საყვარელ მუსიკას ვუსმენ : )
შუძლებელია ადამიანს მუსიკა არ უყვარდეს, მე მაგალითად ღრმა ბავშვობიდან შევეჩვიე, უფროსწორად შემაჩვიეს.
მაშინ თბილისი ჯერ კიდევ უშუქო ქალაქი იყო, კარგად მახსოვს ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში დედაჩემი ანტოს როგორ ტანჯავდა და დაკვრაში ავარჯიშებდა. ანტოს გამოსვლებიც მახსოვს, არ ყოფილა შემთხვევა სწორად დაეკრა, ყოველთვის რაღაც ეშლებოდა, იგივე ნოტების გამეორება უწევდა.
მე კიდევ როგორ მინოდა დაკვრა მესწავლა.
ეს იგივეა, ყოველ წელს რომ ვამბობ დილაობით ვივარჯიშებ მეთქი, უკვე 2 წელია ვიმუქრები რომ დაკვრას ვისწავლი.
ჯერ კიდევ პატარა ვიყავი მუსიკის მოსმენა რომ დავიწყე, თუმცა უფრო ძლიერი შეგრძნებები ბოლო რამდენიმე წელია რაც გამიჩნდა.

არსებობს მუსიკა რომელსაც ყოველდღე ვუსმენ,
არსებობს ფრაზები რომელიც რამდენიმე საყვარელი სიმღრიდან არის, მერე ამეკვიატება და მთელი დღე სულ ეგ მიტრიალებს.
არსებობს ერთადერთი მელოდია რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვუსმენ, იმიტომ კი არა რომ მგონია გაუბრალოვდება, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მაგას რომ ვუსმენ, აუცილელად მარტო უნდა ვიყო, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც დიდი წნევის ძალით მაწყვება და მყინავს, კულმინაციას რომ აღწევს ვთბები ხოლმე.

მაშინაც როცა არეული ვარ, ვუსმენ. ან არარსებული, ჩაუწერელი მელოდია მიტრიალებს თავში, რომელიც რამდენიმე ჩემი საყვარელი სიმღერის მსგავსია.

ახლაც, ჩემს საწოლზე ვზივარ, გვერდზე მწვანე ჩაი მიდევს, იმას ვუსმენ რაც მინდა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს ვუყურებ, რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, უბრალოდ მუდმივად რაღაცას მახსენებს.
და საერთოდ როცა რამე კარგს ვუყურებ თვალი მიშტერდება.
ალბათ ამიტომაც შევეჩვიე იმ ხიდზე დგომას.
ნახატები რთული შესაქმნელია, თანაც ისეთი ნახატები რომელიც მე მიყვარს.
მძულს ზედმეტად დალაგებული, მკვდარი პეიზაჟები. არანაირ განწყობას არ მიქმნის.
არსებობს სურათი რომელსაც ყოველთვის სხვადასხვა თვალით ვუყურებ.

(ზოგჯერ ვფიქრობ მხატვრობაზე უფრო ბევრი ყბედობა შემიძლია თუ მუსიკაზე)
საშინელებაა, ჯანდაბას, სმენა არ მაქვს. რა იქნებოდა ხატვა მაინც შემძლებოდა. პატარა რომ ვიყავი მუდმივად ვხატავდი, ოღონდ ხელებით, ნათელი ფერებით და ჩემი ნახატი მაინც მუდმივად ჩამუქებული და არეული გამოდიოდა, მერე ძირითაად ყრიდნენ ხოლმე, ან დედაჩემი ინახავდა.
ჩემი ნახატი ლამაზია, თან ჩემია.
როგორი იქნება ან არასოდეს არ იქნება ის.
ხომ... ახლა წარმოსახვაში ვქმნი „შედევრებს.“ ...როცა იცი როგორიც უნდა იყოს და ვერ ხატავ.



ვერ ვიტან ზუსტ მეცნიერებებს, მხატვრობა ჰგავს, ყველა დეტალი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
ჩემ კედელზე ჩამოსაკიდ ნახატზე ბავშვია, ოღონდაც მუქ ფონზე მდგარი ბავშვი.
ის მხოლოდ წელზევით ჩანს.
ღია ცისფერი, ძველი ზედატანი აცვია. გაყვითლებული, წვრილი მაქმანებით გაწყობილი.
მისი თმა მხრებამდეა, რა თქმა უნდა დასავარცხნი.
დიდი თვალები უნდა ჰქონდეს. დიიდი ყავისფერი თვალები, წამწამების ნაცვლად კი უფრო დიდი ლურჯი პეპლის გაშლილი ფრთები ექნება.
და რა არის ჩემნაირი უნიათოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი : ) მისი ხელები ისეთი იქნებდა როგორიც უნდა იყოს. ის ხომ ასეთი საჭიროა. წინ გამოწვდილი, დაღლილი.
მესმის, სისულელეა გონებაში რაღაცის შექმნა და მერე ფიქრი, ვხვდები რომ უაზრობაა.





პერსევერაცია მჭირს : )
ხშირად რასაც ივიწყებ მერე ის მთლი ცხოვრება გაკლია.
კიდევ კარგი დავიწყება არ შემიძლია.
თან რა კარგ ხასიათზე ვარ, პირდაპირ ცხოვრება მიხარია |(
ახლა წავალ

No comments:

Post a Comment