Thursday, December 15, 2011

რამდენიმე დღე (მოვბრუნების პერიოდი)

მგონი წინაზე რამდენიმე საათი დამჭირდა, რაც უფრო ვიზრდები მით უფრო იწელება


#1 ხუთშაბათი

ნორმალურად ლაპარაკი, სიმშვიდე თუ არ ვისწავლე, თუნდაც მოჩვენებითი, ისედაც უკან წასულ საქმეს კიდევ უფრო უარესს ვუზამ. ალბათ მხოლოდ ამიტომ გადავწყიტე სახლიდან გამოსვლა. სამოქალაქომ ტვინი მომიხნა, როგორ უნდა მოვაგვაროთ კომფლიქტური სიტუაციები, რომ აუცილებელია კომპრომისზე წასვლა და ა.შ.
კარგით, წავალ. მე და ანტო მშვიდად ვართ, მე თითქმის ყოველდღე ვუსმენ როგორ სწავლობს და თითქმის ვისწავლე კრამეკოს და ვალოვას მეთოდების ერთნეთისგან გარჩევა. არ იმჩნევას რომ ნერვიულობს, ზარდახშიდან ძველი ყელსაბამი ამოიღო.


(დილაობით, ჩაისთან, დიღომში ვუყურებ როგორ დახტიან ციყვები ტოტებზე. ვიცი რომ ეს კურდღლია,მაგრამ მცირე შანსები აქაც მაქვს)

დაწყნარებულზე მომენტებში ყველაფერი უფრო უკეთსად გეჩვენება.
მიკვირს, რამდენიმე იმედიც კი გამიჩნდა, ახალ წლის დამდეგს სულ ასე ვტყუვდები ხოლმე. უბრალოდ საკუთარ თავის დაჯერებას ვცდილობ, თითქოს იმ გადაადგილებებით რამეს შევცვლი



#2 პარასკევი

ჩაის მოვიტან, ტალახიან კედებს დედაჩემის საწოლზე დავალაგებ, თავს ბალიშზე დავდებ, თვალებს დავხუჭავ და რამეზე ფიქრს დავიწყებ.
მერე ჩემ ვენას დავხედავ და ცრემლები წამომივა. ლიმფოციტები ზომაზე 3-ით მეტი მაქვს, დანარჩნები კი ყველაფერი ნორმაშია. სულ რატომ მეგონა რომ რაღაცა მჭირდა.


(მაინც მეზარება ამის გულისთვის გუდვილში წასვლა)




#3 ორშაბათი
მიყვარს ასეთი მომენტები. ჩემ ცისფერ ფაუფურის ჭიქაში მწვანე ჩაის ვასხავ, თბილ ნაცრისფერ ჟაკეტს ვიცმევ , ჩემ სავარძელში ვჯდები, თავს უკან ვწევ და ვგრძნობ ყელი როგორ მეწვება.



მერე გაზეთს ვფურცლავ, ლამის მეხუთჯერ ვკითხულობ იმ სტატიას, ხმამაღლა ვიცინი. წამით ბედნიერი ვარ იმიტომ რომ რაღაც "სამხილი" ვიპოვე და დამტკიცებას შევძლებ. გაზეთიდან ის ნაწილი ამოვჭერი და იმ ფაილში ჩავდე რომელსაც დიდი წითელი ასოებით აწერია "ხელი არ ახლოთ." იქ უკვე იმდენი ნაგავი დამიგროვდა, გადასაყრელია უკვე. როდესმე მაგისთვისაც მოვიცლი.
ახლა ბევრად უფრო "მნიშვნელოვან" თემაზე ვფიქრობ.
рыжая девушка
ნოსტალგია ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გრძნობაა.
ის ჩემ სურათს ვერასოდეს შექმნის, ვერასოდეს დახატავს იმას რასაც მინოდოდა.
ყველაფერი ნელ-ნელა გვარდება :)
თუმცა პირობებს და დაპირებებს უკვე ვეღარ ვიტან, ვერც ვალდებულებებს, ვერც საზიზღარ მოთმინებას. საშინელებაა როცა რაღაცას გთხოვენ და შენც სისულელის კეთება გიწევს.


პარასკევი #4

დავირალე
ვიცდი
მცივა
არადა მართლა გავიყინე.
ვითმენ
და ისევ ვიცდი

No comments:

Post a Comment