Friday, December 20, 2013

უკვე რახანია მინდა რაღაც გითხრა, მხოლოდ ერთი ფრაზით.
მაგრამ არ შემიძლია.
ყელში მეჩხირება.
ამიტომ გთხოვ, შენით მიმიხვდი. კიდევ ერთხელ.
იქნებ ამის შემდეგ მაინც მეგონოს, რომ აღარ ვიხრჩობი.

Friday, December 6, 2013

.

საათი დავამტვრიე.
ეს პირველი საათი არ იყო რომელიც დავამტვრიე.
მე ხომ ხშირად ვამტვრევ საათებს.

არ ვიცი აქ რატომ ვწერ. ზუსტად არ ვიცი რა დამოკიდებულება მაქვს დროისა და მოგონებების მიმართ.
იქნებ ახლავე სჯობს რომ გავჩერდე.
თუ  არა
პრინციპში ეს ხომ ჩემი ბლოგია.

#1
რამდენიმე კვირის წინ ჩემი ყოფილი მეგობარი შემხვდა ქუჩაში. ორ წელზე მეტია რაც მასთან არ მილაპარაკია. ამის სურვილი არ მქონია. არაფერს არ ვგრძნობ. არ ვიცი, მას შეიძლება ჩემი გამწარება კიდევ უნდა. მაგრამ ახლა ხომ ვხვდები რომ ეს უბრალო და უაზრო თამაშია. მითუმეტეს არასერიოზული. საერთოდ ალბათ ყველა თამაში არასერიოზულია.
მარტო მეცოდება, იმიტომ კი არა რომ არასერიოზულია (მასზე უფრო სასაცილო ალბათ მე ვარ), უბრალოდ არ მემეტება. მართლა არავინ არ მემეტება ამისთვის.
ხუთ წუთი ვისაუბრეთ და საშინლად ცუდად გამომივიდოდა ჩემი დერმატოლოგის ნომერი რომ მიმეცა.
როდესმე თვითონაც მიაგნებს.

#2
მანგლისში დედაჩემმა მითხრა რომ ადამიანები ერთ მდინარეში ორჯერ  არასდროს შედიან.
ერთი კვირის წინ კი ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა გამიმხილა, რომ თავის მოკვლას აპირებს. ამ შემთხვევაში ის ჩემთან ახლოსაა და მეც თითქმის ყოველდღე ვხედავ. მე მინდა რომ მან გადაიფიქროს. ძალიან მინდა. თუმცა ასეთ დროს ჩემნაირ ადამიანებს, სამწუხაროდ, არაფერი გამოსდით.

#3
ჩემი ბონსაი ხმება. ბოლო ორი კვირაა ვცდილობ რომ ვუშველო და შედეგი არ აქვს. მითხრეს რომ რაღაც თეთრი ტკიპა გაუჩნდა, მაგრამ წამალი არ მოქმედებს. გული საშინლად მწყდება.

#4
04.12.13
ჩემი ახალი დიაგნოზი. მე ვისწავლე რომ ნებისმიერი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი თუ იმკურნალებ :)
მხოლოდ ბოროტი ბოღმები იტანჯებია დიდხანს :)


მორჩა.
ერთი წლის შემდეგ ალბათ კიდევ 4 საათი შემომელეწება.  ისე ბოლო შემთხვევა ყველაზე საინტერესო იყო. სახრახნისი მოვიტანე, სახურავი ავხადე და შემდეგ იმავე სახრახნისის ტარით დავამტვრიე.
ხომ
ალბათ ჩემ ყოფილ მეგობარას ისევ ექნება იგივე პრობლემები და მე ისევ ჩემეცოდება.
დიდი იმედი მაქვს ჩემი ნაცნობი ცოცხალი იქნება, ვინმე ახალ ბონსაის მაჩუქებს, წამლები კი გაჭრის.

ადამიანები ჩემ გარშემო ხედავენ
ყველაფერი კარგადაა :)

Sunday, November 3, 2013

http://www.youtube.com/watch?v=uKrCE1aYz7o

Are you, are you
Coming to the tree
Wear a necklace of rope, side by side with me.
Strange things did happen here
No stranger would it be
If we met up at midnight in the hanging tree.

Friday, October 11, 2013

:)

მე არ ვცხოვრობ წითელი ქაშაყის ქუჩაზე

Wednesday, September 11, 2013

ჰაინრიჰ, მე ვიცი რომ  წერილები არ გიყვარს.
დღეს კი მე თეთრი ფერის კონვერტი მივიღე, რომელსაც არაფერი ეწერა, ჩემი სახლის მისამართიც კი.
წერილი იწყებოდა სიტყვებით

"გამარჯობა ნან ! გწერს ჰაინრიჰი"

 ცოტა დაბნეული ვარ, მე საერთოდ არ მჯერა ამ სიტყვების

Saturday, August 24, 2013

If there's a God or any kind of justice under the sky
If there's a point, if there's a reason to live or die
if there's an answer to the questions we feel bound to ask
Show yourself - destroy our fears - release your mask



http://www.youtube.com/watch?v=BaCLWt0EVUM

Tuesday, August 20, 2013

სუსტი ქუხილი,
მოღრუბლული ცა,
შეიძლება წვიმა წამოვიდეს, თუ ასე იქნება, შენ აქ დარჩემი, ჩემთან
http://www.youtube.com/watch?v=-GKV3uYnKR0

Tuesday, August 13, 2013

მიღწევები

პირველად შევწვი კვერცხი ისე რომ გული არ გადმოსვლოდა

yeeees !!!

Sunday, August 11, 2013

Wednesday, July 24, 2013

-რას აპირებ?
-არც არაფერს, დინებას მივყვები
- ხავსს კარგად მოეჭიდე.

სამწუხაროა რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყველა ფრაზა და მომენტი მახსოვს. ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივად არის რომ მოყოლაც კი არ ღირს.
ამ წუთამდე მხოლოდ მოხუცების გაგება ვისწავლე.  ხომ, ჯერ 17 წლის ვარ და მგონი უფრო ხშირად იმაზე ვფიქრობ თუ როგორი სიბერე მექნება.  ჩემ გარშემო არ არის ხალხი რომელებმაც იციან რა უნდათ. ზოგჯერ მგონია რომ მხოლოდ დაბნეული ადამიანები მახვევია თავს.  რომლებთაც სხვადასხვა სახელებს ვარქმევ. ნაცნობები, ნათესავები, მეგობრაბი და ა.შ.
ცოტას თუ ვუგებ, აი საკუთარი თავის გაგება ყოველთვის მიჭირდა და ვხვდები რომ შეიძლება დროდადრო უფრო შორს წავიდე ჩემგან. ალბათ მხოლოდ მაშინ ავიტან ხალხს როდესაც საკუთარი თავს მივუდგები. მეეჭვება ეს ოდესმე მოხდეს, ჩემი სიმხდალის და გაუბედაობის გამო. ხალხის უმრავლესობასაც საკუთარი თავის გაგება იმიტომ უჭირთ რომ იციან ამით საკუთარ ნამდვილ მეს დაინახავენ და არა ისეთს როგორსაც სხვა დანარჩენები ხედავენ. აი ასე, მე ყოველდღე ვუღიმი ხალხს, ვეხმარები  და თანავუგრძნობ. არადა ვიცი რომ რამდენიმე ათეული წლის მერე უმეტესობა შეიძლება ცოცხალი არც იყოს. მე კიდევ ვიცი რომ არასოდეს გამიტანს მანქანა, არც ინფაქტი დამარტყავს და არც ბრმა ტყვია მომხვდება. ხომ, სიბერით ვაპირებ სიკვილს. სიბერემდე კი არაფრის კეთებას არ ვაპირებ, მხოლოდ ვიმოგზაურებ. ჩემთვის, მშვიდად. ვიქნები ისევ ისეთი მატყუარა და ალერგიული როგორიც ახლა ვარ. ისევ ვიტყვი რომ ასთმა მაქვს  და ისევ ამიცრემლიანდება თვალები ჩემი გარდაცვლილი თევზის გახსენებაზე.

ო, ჰაინრიჰ, დედაჩემი დღემდე ვერ ხვდება რატომ ვტიროდი ასე ძალიან უბრალო თევზის გულისთვის. მას შემდეგ მრავალი სტატია წავიკითხე ლურჯ თევზზე. მინდოდა მეპოვნა ის რისი სიმბოლოც იყო. ახლა ვხდები რომ გარშემო ყველაფერი იქნება ეს სკამი, მაგიდა, ფანჯარა, ლამბაქი, ატამი თუ ლურჯი თევზი გარკვეულ რამეს მახსენებს. ვიცოდი რომ თვზები სიკვდლის შემდეგ წყალზე ტვივტივებდნენ და თავიდან ჰანსი აკვარიუმის ფსკერზე რომ დავინახე, მეგონა რომ ეძინა. შემდეგ კი წარმოვიდგინე რომ შენც ოკიანის ფსკერზე იყავი და ფილტვები წყლით გქონდა სავსე. მაპატიე ამას რომ ვწერ მაგრამ ასე რომ ყოფილიყო ალბათ რამე შეიცვლებოდა.

ბოდიში

სინამდვილეში ალბათ უფრო შემეშინდა, იმის რომ თუ ფანჯარაზე აკვარიუმს ვეღარ დავინახავდი, დამავიწყდებოდი. ახლა როცა ზუსტად ვიცი რომ ნადვილად დავბერდები, ვხვდები რომ ძალიანაც რომ არ მინდოდეს, მაინც მემახსოვრედი. მშვენიერი გადაწყვეტილება იყო შენი წასვლა, მაგრამ დაბრუნებას თუ გადაწყვეტ, გამიხარდება. მაგრამ მხოლოდ წამიერად. საკმარისზე მეტი დროა გასული რომ შეცვლა მოგესწრო. ამიტომაც ალბათ სჯობს რომ არ დაბრუნდე, მაგრამ ხომ გითხარი, თუ დაბრუნდები გამიხარდება.
შეიძლება გარშემო ბევრი რამის მეშინია, მაგრამ შენი დაბრუნება მათ რიცხვში არ შედის.
არც შენ.
ხშირად ვფიქრობ,  არ მახსოვს, შენ რომ გწერდი მაშინაც მაწუხებდა თუ არა მოლოდინის გრძნობა, ალაბთ კი. ასე მგონი დაბადებიდან დამყვა. ესეც ჩამთავრდება. უცბათ და მარტივად. მაგრამ იმის იმედი არ ამქვს რომ ამის შემდეგ მაინც მოვიპოვებ ჩემ წილ სიმშვიდეს. უკვე დავრწმუნდი რომ სიმშვიდე მხოლოდ ილუზია ამიტომაც,
ჰაინრიჰ, მე აღარც შენი შენი მოჩვენებითი სიმშვიდის მჯერა, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ვინც გარშემო ატეხილ ქაოსს გაუძლებს.  სხვა ადამიანები კი ამ ყველაფერს უფრო ამწვავებენ. საბოლოოდ კი ზოგჯერ ვფიქრობ კი არადა მშურს რომ იმ ფსკერზე შენ მაგივრად მე არ ვარ.

მაგრამ, მაინც მიხარია რომ ჩემთვის მაშინ დამთავრდი. კარგია რომ მეხსიერებაში ჰაინრიჰი წყლის ფსკერზეა. არ ამოტივტივებულა და მიუხედავად იმისა რომ კარგად ცურავს და ადამიანური ინსტიქტები თავისას შვრება ის მაინც  დაილექა, ისე რომ თავის შველა არც კი უცდია. 

Friday, June 28, 2013


http://www.youtube.com/watch?v=_0r4idxazfQ


Nobody believes me
Nobody believes me
Nobody believes me




Monday, June 10, 2013

რატომ არიან დეპრესიულები ადამიანები ძილის შემდეგ

ალბათ 5 წუთის წინ გავიღვიძე, საკუთარ ოთახში მარტო ჩაკეტილი დივანზე ვზივარ ვარ და ვხვდები, რომ  საოცრად ბედნიერი ვიქნებოდი თუ ვინმე ამ ოთახიდან ჩემ მაგივრად გავიდოდა.
მე და ჩემი ძილი კი ისევ მარტო დავრჩებოდით

Thursday, May 9, 2013



Never thought I'd get any higher

Never thought you'd fuck with my brain

Never thought all this could expire

Never thought you'd go break the chain


Sunday, May 5, 2013


7..8.. წლის წინ თოვს.

შავ ლაქებს აქრობს თეთრი

Monday, April 22, 2013

Wednesday, April 10, 2013

მშვენივრად, თავად?

http://www.youtube.com/watch?v=uy_2B-diV18

ჩემთან ყველაფარი კარგადაა, უწინდებურად ვიტყუები.
ყვლაფერი დალაგდა, აღარ არის გაურკვევლობა არც ფიქრებში და არც საქციელში.
ნორმალურად მძინავს და ვიკვებები, ფრჩხილებიც და თმაც გამიმაგრდა.
ერთადრეთი რამ მაღელვებს, მაგრამ ეს განცდა  ადამიანების უმეტესობას ისედაც აწუხებს.
რა თქმა უნდა ყველა რაღაცას უცდის და ლოდინის შეგრძნება ალბათ ერთ-ერთი ყვლაზე უჩვეულოა, განსაკუთრებით მაშინ თუ ისიც არ იცი რას უცდი.
მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ხშირად ლოდინის გრძნობა უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე ვიდრე ის კონკრეტული რასაც ელის.
და ალბათ ყველაზე მადლიერი ადამიანი ვიქნები ვინმე ამას ოდესმე უფრო დასაბუთებულად თუ  ამიხსნის.


 ვიცი რომ ბოლოს ყველა ახირებას გასდის ყავლი და ალაბთ ჯერ შეიძლება ბოლოც არ დამდგარა.
ამიტომაც ვაგრძელებ დაცდას და კიდევ დაცდას იმისა რომ რაღაც შეიცველება და ეს გრძნობაც უბრალოდ გაქრება.
ის კონკრეტული კი დარჩება, სულ.

Sunday, March 31, 2013

Sunday, March 24, 2013

ხვალ ის სამსახურს თავს ანებებს.
მიბრუნდება ჩემი  სიმშვიდეს ერთი ნაწილი

Wednesday, March 20, 2013

ზოგჯერ ვფიქრობ რომ გამიმართლა
ძალიან გამიმართლა
რომ ჩემი სახლი პირველ სართულზეა და რომ ფანჯრებს რკინის გისოსები აქვთ
ოღონდ მხოლოდ ზოგჯერ

Monday, March 18, 2013


ბაბუაწვერა მზისგან გადაიქცა მთვარედ
ბაბუაწვერა მზისგან გადაიქცა მთვარედ
ბაბუაწვერა მზისგან გადაიქცა მთვარედ
ბაბუაწვერა მზისგან გადაიქცა მთვარედ
...

Thursday, March 7, 2013

http://www.youtube.com/watch?v=ipyllo70vUA

Nobody know how does it feel to be alone with a million people


Wednesday, February 27, 2013

ადამიანები არასოდეს იცვლებიან. ან უფროსწორედ არასოდეს იცვლებიან ბოლომდე.
ასევე შეუძლებელია ხელახლა დაბადება, მითუმეტეს შეუძლებელია ვინმე საწყისს დაუბრუნდეს. 

Sunday, February 24, 2013

წელიწად-ნახევარი :)

- ვერ ვიტან შოპენს, ბეთჰოვენი ჯობია - ლევანი
- სჯობს - მე (ხასიათში გადასული ჩვეულება)

მერე რამდენიმე წუთი იმაზე ვკინკლაობთ რომელია უკეთესი, ბოლოს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას ვუსმენ ცხოვრებაში პირველად.
და მომწონს.
მრცხვენია რომ აქამდე არასდროს მქონდა მოსმენილი, მაგას ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

ამ ზამთარს წელიწად-ნახევარი გახვდა რაც ვუკრავ  :)
არ მჯერა რომ ჯერ კიდევ თავი არ დამინებებია. რატომღაც ყველას ეგონა რომ მაქსიმუმ 3 თვეს გავძლებდი :) ამიტომ მხოლოდ ბევრი წუწუნის შემდეგ გადაიტანეს პიანინო დიღომში, ახლაც ყოველ ხუთშაბათს და შაბათს ვმეცადინეობ 2-2 საათით.
ვგიჟდები ისე მომწონს რაღაცა რომ გამომდის. ჯერ ისე ვერ ვუკრავ როგორც საჭიროა. ჩემი ბგერები დასამუშავებელია, ყველაზე ცუდი ის არის რომ არ ვითვლი, გაშლილი და დაძაბული ხელებით ვუკრავ ამიტომაც ხშირად იმ კლავიშზე მეჭირება და რომელზეც არ უნდა დამეჭიროს, თუ სისტემატურად არ გავიმეორე ძალიან მალე მავიწყდება. სხვა დანარჩენი - ნორმალურადაა.
ჯერ მარტო ოთხი ნაწარმოები გავარჩიე.

1.
კომპოზიტორი : შოპენი
დასახელება : Waltz op. 34 n°2
სირთულე : 10/8
სწავლის ხანგრძლივობა :  სადღაც 7 თვე + -ით

http://www.youtube.com/watch?v=9tCafgGZtxQ&feature=related

პირველად რომ შოპენი გამერჩია ჩემი იდეა იყო, ჩემი ცუდი იდეა იყო. მეგონა პიანინოსთან დაჯდომა და დაკვრა ძალიან ადვილი იყო და ამას მეც შევძლებდი.
სწავლის პროცესში კი თითქმის დავრწმუნდი რომ თავი უნდა დამენებებინა. ახლაც საშინლად ვუკრავ. უბრალოდ მუსიკალურად არ გამომდის. იმას რასაც მე იმ ორ კლავიშს ვუკეთებ ტრელი არ ქვია. + ამას ბოლო ნაწილი, ორჯერ რომ იმეორებს არ ვიცი, ნერვები არ მეყო რომ მესწავლა. ახლაც მიკვირს ამ ვალსის შემდეგ რატომ გავაგრძელე საერთოდ დაკვრა.

2.
კომპოზიტორი : ჩაიკოვსკი
დასახელება: Barcalora
სირთულე : 10/6
სწავლის ხანგრძლივობა : 5 თვემდე. მაისის დასაწყისში დავიწყე სწავლა, იდეაში ივნისში უნდა დამეკრა მაგრამ აგვისტოს გადავაცილე.

http://www.youtube.com/watch?v=eBDAklpf8X4

ეს იმდენად არ გამჭირვებია. თან რასაც ვუკრავ ორიგინლას გავს. შუა ნაწილი მიჭირს ცოტა და დიდ ტალღებს ვერ ვაკეთებ, უფროსწორად მარჯვენა ხელით გამომდის, მარცხენათი ვერა. დროში იწელება, ყოველშემთხვევაში ჩემ დაკრულ შოპენს 10 თავით სჯობს.


3.
კომპოზიტორი : შუმანი
დასახელება : sailors song
სირთულე :  10/ 9
სწავლის ხანგრძლივობა : 2 თვე

http://www.youtube.com/watch?v=ptELmUyqti8

ვერ ვიტან შუმანს
ვერ ვიტან შუმანს
ვერ ვიტან შუმანს
და საერთოდაც ტერციებით დაკვრა სისულელეა. ხომ, შოპენი მივიყვანე ბოლომდე და შუმანზე ნერვებმა მიმტყუნა. რამდენიმე საათი გადაბმულად ვმეცადინეობდი და შედეგს ვერ ვხდევადი. საშინელებაა, ცუტა უფრო ადრე უნდა მივხვდარიყავი, რომ შუმანს ვერ დავუკრავდი. ჯერჯერობით ერთადერთი ნაწარმოებია რომელიც ბოლომდე ვერ მივიყვანე.


4.
კომპოზიტორი : ბეთჰოვენი
დასახელება : Moonlight Sonata
სირთულე : 10/4
სწავლის ხანგრძლივობა : 3 თვე

http://www.youtube.com/watch?v=vQVeaIHWWck

ჩემი კლასელი კონსერვატორიაში სწავლობს და რომ ვუთხარი მთვარის სონატას ვარჩევ მეთქი გაეღიმა და მითხრა, რომ ეგ მე-10 კლასის პროგრამაში შედის. ხომ არიან ადამიანები რომელებიც ჩემნაირად პირველად ხვდებიან პიანინოსთან და ყველაზე ადვილი აკორდების სწავლასაც კი საათებს ანდომებენ. ხომდა ყველა ასეთი, ჩემი ჩათვლით უპირობოდ არჩევს მთვარის სონატას. ლამაზია + ადვილია. პირველ ნაწილზე მაქვს საუბარი. ამჟამად ყველაზე კარგად ეს გამომდის.


5.
კომპოზიტორი : მოცარტი
დასახელება : Turkish March
სირთულე : 10/6
სწავლის ხანგრძლივობა : ჯერ 1 თვე.

http://www.youtube.com/watch?v=5UvGf13H6wQ

ძალიან მომწონს, აქაც არის ტერციები მაგრამ მთლად შუმაივით უაზრო არა. აკორდებით დაკვრაც კარგად გამომდის. ტრელიც ადამიანურია უკვე. მელოდიურია, თითქოს ადვილად ისმის, მაგრამ სისწრაფის გამო ზოგჯერ ბგერები მერევა, მაგრამ ეგ გამოსწორებადია.

მორჩა.

ჯერ მხოლოდ წელიწად-ნახევარია, კიდევ რამდენიმე ნაწარმოების გარჩვას ვაპირებ.  კიდევ ერთი რასაც მივხდი ის არის რომ მარტო გაცილებით კარგად ვუკრავ, საკმარისია რომ ვიღაცისთვის დაკვრა დავიწყო, რომ ეგრევე ხელები მებლანდება და მავიწყდება.
კიდევ იმას მივხვდი რომ ამ ბოლო დროს გაცილებით უკეთ ვუკრავ.
მე უკვე ტექნიკა მაქვს, მართალია უხეში მაგრამ რომ ვუფიქრდები სულ უქონლობას, როგორც ეს სწავლსი დასაწყისში მქონდა, ასე სჯობს.







Monday, February 18, 2013

: )

ხომ
ჰაინრიჰ
მე ყველაზე დიდი ნებისყოფა და მოთმინება მაქვს.
მართლა.
არა, ნებისყოფა და მოთმინება აქ არაფერშუაშია. ისედაც ვიცი რომ ჩემზე უნებისყოფო და მოუთმენელები არ არსებობენ
უფრო მარტივად:
მე ახლა უბრალოდ არ მინდა მოგძებნო







არა, შენ კი არა
მე არ მინდა მოვძებნო ყველაფერი რაც შენზე იმაზე მეტს გამაგებინებს ვიდრე ვიცი.


ხოდა აღარ მაინტერესებს დამთხვევები 

Wednesday, February 6, 2013

|(

ახლა მივხდი რომ საშინელ ადგილას ვცხოვრობ.
არა ამას ადრეც ვხვდებოდი, მაგრამ ახლა უფრო. ამდენი შემთხვევითობა უკვე გამაღიზიანებელია. 

Friday, January 25, 2013

დედა სულ მეჩხუბებოდა როდესაც ფინჯანი ხელში მეჭირა და ჩაის ისე ვასხავდი, თურმე ტყუილად არ ეშინოდა 

Monday, January 21, 2013

+ სისულელე

იცი ბევრი ვიფიქრე
და ბევრს რომ ვფიქრობ ძირითადად სისულელემდე მივდივარ ხოლმე, მაგრამ მგონია რომ თუ უბრალოდ თითქმის ყველაფერს არ მივაქცევ ყურადღებას, მივხვდები რომ შეცდომების დაშვება ცუდი არ არის, პირიქით შეიძლება სასიამოვნოც იყოს თუ სინდისი არ გაწუხებს.
უბრალოდ, ვხედავ რომ რამდენჯერაც სწორად მოვიქეცი იმდენჯერ საშინალად  დამწყდა გული. განსკაუთრებით მაშინ როცა ეს მარტო მე არ მეხებოდა და მეუბნებოდნენ რომ ჩემი საქციელი მართლებული იყო.
ცუდი შეგრძნებაა როცა ჩემ გარშემო ყველა ფიქრობს რომ რაღაცა სწორია და მარტო შენ  გჯერა რომ პირიქითაა.
ხომ, გასაგებია რომ რაც უფრო მეტჯერ მოიქცევი სწორად მით უფრო გაგიადვილდება, მაგრამ სასჯელია როცა მიგითითებენ და შენც მორჩილად მიყვები, ამას ათასჯერ სჯობს სხვირ-პირის წამთვრება შენით. 

Sunday, January 13, 2013

: )

მიუხედავად იმისა რომ ხამმა ხალხმა ხუთშაბათისთვის ყველა ბილეთი იყიდა მე და ბიცო მაინც მივდივართ პარასკევს ცირკში .... :) :) :) :)