Saturday, October 18, 2014

აგვისტოს მერე არ დამიწერია ბევრი რამე მოხდა, მაგრამ ყველაზე მთავარი - გაბრაზების სტადიაში გადავედი.
კიდევ ძალიან,ძალიან ნაწყენი ვარ.
აგვისტოს მერე აღარ დამიწერია, იმიტომ რომ მომბეზრდა. მომბეზრდა გამოქვეყნებამდე ათჯერ გადაკითხვა, რაც შეიძლება მჭერმეტყველურად (აქ სხვა სიტყვა უნდა ყოფილიყო,მაგრამ უკეთესი ვერ ვიპოვე და იყოს, არაუშავს) წერა.

ხომ სამყარო ჩაკეტილი ოთახი სულაც არ არის, ჩვენც ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ

  მაგრამ

გასული პარასკევი, დილის 11 საათი, ძალიან თუ დავაზუსტებ 10:58
მე ინგლისურზე ვარ, ორ წუთში ვთავისუფლდები, სიას კითხულობენ, დედა რეკავს, ჩუმად ვპაუხობ, მერე სუნთქვა მეკვრის, ჩანთას ვიღებ, სახელურს ვწევ, ბოდიშს ვიხდი და გავრბივარ.

  ამ პატარა და გაუგებარ ამბავში ყველაზე ამაზრზენი და გულისამრევი, ისაა რომ მე ბოდიში მოვიხადე.
თუ ოდესმე ბლიც ინტერვიუს მიცემა მომიწევს კითხვაზე: "რას ამოჭრიდით თქვენი წარსულიდან" უდაოდ ეს ბოდიში იქნება.

ოკ მე მატყუარა ვარ ოღონდ უნიჭო და უტვინო მატყუარა არა.
მგონი იმის დაწერა დამავიწყდა, რომ ვსწავლობ იქ და ვსწავლობ იმას, რასაც მინდა. და როგორც აღმოჩნდა, ჩემი გონება მხოლოდ ფაქტებით არ არის გამოჭედილი. ნიჭიერი ვარ, მაგრამ არც იმდენად, რომ ამდენი ხანი თამაში შევძლო.

მადლობა ღმერთს იმდენად შევიცვალე, რომ შეუძლებელი გახდა ჩემი ცნობა.

მარტო ის ბოდიში არ მიშლის ნერვებს, იმაზეც ვილეწები, რომ მაშინ ნორმალური პასუხი ვერ გაგეცი. ეგეთი ნაგვობა არ უნდა გეთქვა, მეკიდე არ უნდა გავჩუმებულიყავი. დუმილზე მეტს იმსახურებდი.
არამკითხევ.

ხომ, სხვა მხრივ ყველაფერი მშვენივრადაა, გმადლობ :)