Thursday, December 11, 2014

რა იქნება ერთხელ ძალიან ცოტა ხნით მაინც დაბრუნდე, ხოარაფერი შეიცვლება, მე ხო დიდი ვარ უკვე, არაფერი მოხდება თუ მოხვალ. ბევრსხოარ ვითხოვ, თუნდაც ძალიან ცოტახნით

დაბრუნდი

Wednesday, December 3, 2014

Saturday, October 18, 2014

აგვისტოს მერე არ დამიწერია ბევრი რამე მოხდა, მაგრამ ყველაზე მთავარი - გაბრაზების სტადიაში გადავედი.
კიდევ ძალიან,ძალიან ნაწყენი ვარ.
აგვისტოს მერე აღარ დამიწერია, იმიტომ რომ მომბეზრდა. მომბეზრდა გამოქვეყნებამდე ათჯერ გადაკითხვა, რაც შეიძლება მჭერმეტყველურად (აქ სხვა სიტყვა უნდა ყოფილიყო,მაგრამ უკეთესი ვერ ვიპოვე და იყოს, არაუშავს) წერა.

ხომ სამყარო ჩაკეტილი ოთახი სულაც არ არის, ჩვენც ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ

  მაგრამ

გასული პარასკევი, დილის 11 საათი, ძალიან თუ დავაზუსტებ 10:58
მე ინგლისურზე ვარ, ორ წუთში ვთავისუფლდები, სიას კითხულობენ, დედა რეკავს, ჩუმად ვპაუხობ, მერე სუნთქვა მეკვრის, ჩანთას ვიღებ, სახელურს ვწევ, ბოდიშს ვიხდი და გავრბივარ.

  ამ პატარა და გაუგებარ ამბავში ყველაზე ამაზრზენი და გულისამრევი, ისაა რომ მე ბოდიში მოვიხადე.
თუ ოდესმე ბლიც ინტერვიუს მიცემა მომიწევს კითხვაზე: "რას ამოჭრიდით თქვენი წარსულიდან" უდაოდ ეს ბოდიში იქნება.

ოკ მე მატყუარა ვარ ოღონდ უნიჭო და უტვინო მატყუარა არა.
მგონი იმის დაწერა დამავიწყდა, რომ ვსწავლობ იქ და ვსწავლობ იმას, რასაც მინდა. და როგორც აღმოჩნდა, ჩემი გონება მხოლოდ ფაქტებით არ არის გამოჭედილი. ნიჭიერი ვარ, მაგრამ არც იმდენად, რომ ამდენი ხანი თამაში შევძლო.

მადლობა ღმერთს იმდენად შევიცვალე, რომ შეუძლებელი გახდა ჩემი ცნობა.

მარტო ის ბოდიში არ მიშლის ნერვებს, იმაზეც ვილეწები, რომ მაშინ ნორმალური პასუხი ვერ გაგეცი. ეგეთი ნაგვობა არ უნდა გეთქვა, მეკიდე არ უნდა გავჩუმებულიყავი. დუმილზე მეტს იმსახურებდი.
არამკითხევ.

ხომ, სხვა მხრივ ყველაფერი მშვენივრადაა, გმადლობ :)

Monday, July 21, 2014

Sunday, July 13, 2014

რთული ყოფილა
რაღაც მაინც დამრჩა.
ას და ათას შესაძლო ვარიანტზე ვფიქრობ, რა იქნებოდა ასე რომ არ ყოფილიყო.
იქნებ 2-3 დღით ადრე მოგვესწრო და ესეც არ დამეწერა.

მასხენდება სიტყვები:
"ყველაფერი კარგად იქნება"
ჩემი უკანასკნელი ფრაზა, ტყუილი. ასეთ დროს ყველა ცრუობს.
ყოველ ღამე მაწუხებს პასუხი - უიმედო მხრების აჩეჩვა.

მტკივა მარჯვენა მხარე, ვეღარ ვბრუნდები კედლისკენ, ვერ ვხედავ მას.

ვამბობ - რაღაც მაინც დამრჩა-მეთქი. და რა?
სიტყვები და ღიმილი.
მინდა რომ მოვუბოდიშო.

Tuesday, May 13, 2014

https://www.youtube.com/watch?v=1B5PYm8EHqQ

მარტივად მივუდექი.
დღეს 13ია და არ ვიცი რა იქნება თვის ბოლომდე.
მხოლოდ გუშინ შევამჩნიე რომ უკვე მაისია და ვიფიქრე, იქნებ უკვე მოვალეობას ვიხდი.
მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, არც შემთვის და არც არავისთვის.




Friday, April 11, 2014

Tuesday, March 25, 2014

ტრაგედია

ერთ დღეს გავიღვიძო და აღმოვაჩინო რომ კოკა-კოლა მძულს

Tuesday, March 18, 2014

მპოულობდნენ ' შეიძლება ხშირად .
ეს წლებია'როდესაც ხეს მეტი ესმის,ვიდრე დერეფანში ჩამწკრივებულ 10 ‪#‎ღმერთის‬'შეცდომას .
'და აჰამ, აღარ მინდა მიპოვონ.
არ იყოს მოწყენილი'მე.

Sunday, March 16, 2014

https://www.youtube.com/watch?v=mmCnQDUSO4I&feature=youtu.be

Monday, March 10, 2014

ბავშვი, რომელსაც ავიწყდები

ბედნიერი ხარ?

Wednesday, March 5, 2014

https://www.youtube.com/watch?v=e2XPDP6KkkE&feature=kp

Sunday, January 19, 2014

"ვინ ვარ მე?" არის ყველაზე ყლეობა კითხვა რაც კი შეუძლია ადამიანმა  დაუსვას საკუთარ თავს.

Friday, January 17, 2014

Thursday, January 9, 2014

დღეს მივხვდი პირველად, როცა ვიტყუები, თითქოს თავს უხერხულად ვგრძნობ და რაღაც მაწუხებს

Thursday, January 2, 2014

რატომ ვერ ვიტან ქართულ ფილმებს

მე მიყვარს თეატრი. ადრე ვგიჟდებოდი თეატრზე, ახლა მხოლოდ მიყვარს.

ხომ, არასწორი დასაწყისია.

ის უნდა დავწერო, რატომ ვერ ვიტან ქართულ ფილმებს. ახალ ქართულ ფილმებს.
1. არასაკმარისი ბიუჯეტი (მაგრამ მცირე ბიუჯეტითაც ხომ შეიძლება კარგი ფილმის გადაღება).
2. გაცვეთილი სცენარი ( ომი, ქუჩის პასაჟები და ა.შ. ხალხს მაინც მოსწონს ეს თემატიკა)
3. კადრები (ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამოყვარულო ვიდეოკამერით იღებენ)
4. მუსიკალური გაფომება (პრინციპში ეგ თუ არ მომეწონა, ფილმს საერთოდ არ ვუყურებ)

..............................

არ მიყვარს ასე დაქუცმაცება
#მსახიობები
ქართველი მსახიობები ფილმში ისე თამაშობენ, როგორ თეატრის სცენაზე.
მე აღფრთოვანებული ვიყავი სპექტაკლით, სადაც მას მთავარი როლი ჰქონდა. მაგრამ როცა ეკრანზე დავინახე, უბრალოდ გადავრთე.

სიმართლეც უნდა ვთქვა :sun:
არსებობენ გენიოსები.
მაგალითად ინგილისის თეატრის მსახიობები. მე დღესაც სუნთქვა მიჩრდება როცა ენდრიუ სკოტის სახეს ვიხსენებ. ადამიანმა წამის მეასედებში ისე მოახერხა მიმიკის შეცვლა, რომ ყველაზე მორწმუნეც კი დაეჭვდა.
ქართულ ფილმებს რომ ვუყურებ კი სურვილი მიჩნდება მსახიობებს საყელოში ხელი ჩავავლო და ვუყვირო რომ ასე გაკეთება არ შეიძლება.

ყველაფერი ეს კი საკმარისი მიზეზია, ქართულ ფილმებს საერთოდ რომ არ ვუყურო.
:)

.............................

მაბიძგებელი ძალა მესამე სეზონის პირველი სერიის ნახვაა.
ხომ, ახალი წელი ამითაც შეიძლება მიხაროდეს.

http://uemocio.blogspot.com/2012/01/shelock.html