Wednesday, July 24, 2013

-რას აპირებ?
-არც არაფერს, დინებას მივყვები
- ხავსს კარგად მოეჭიდე.

სამწუხაროა რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყველა ფრაზა და მომენტი მახსოვს. ყველაფერი იმდენად ჩვეულებრივად არის რომ მოყოლაც კი არ ღირს.
ამ წუთამდე მხოლოდ მოხუცების გაგება ვისწავლე.  ხომ, ჯერ 17 წლის ვარ და მგონი უფრო ხშირად იმაზე ვფიქრობ თუ როგორი სიბერე მექნება.  ჩემ გარშემო არ არის ხალხი რომელებმაც იციან რა უნდათ. ზოგჯერ მგონია რომ მხოლოდ დაბნეული ადამიანები მახვევია თავს.  რომლებთაც სხვადასხვა სახელებს ვარქმევ. ნაცნობები, ნათესავები, მეგობრაბი და ა.შ.
ცოტას თუ ვუგებ, აი საკუთარი თავის გაგება ყოველთვის მიჭირდა და ვხვდები რომ შეიძლება დროდადრო უფრო შორს წავიდე ჩემგან. ალბათ მხოლოდ მაშინ ავიტან ხალხს როდესაც საკუთარი თავს მივუდგები. მეეჭვება ეს ოდესმე მოხდეს, ჩემი სიმხდალის და გაუბედაობის გამო. ხალხის უმრავლესობასაც საკუთარი თავის გაგება იმიტომ უჭირთ რომ იციან ამით საკუთარ ნამდვილ მეს დაინახავენ და არა ისეთს როგორსაც სხვა დანარჩენები ხედავენ. აი ასე, მე ყოველდღე ვუღიმი ხალხს, ვეხმარები  და თანავუგრძნობ. არადა ვიცი რომ რამდენიმე ათეული წლის მერე უმეტესობა შეიძლება ცოცხალი არც იყოს. მე კიდევ ვიცი რომ არასოდეს გამიტანს მანქანა, არც ინფაქტი დამარტყავს და არც ბრმა ტყვია მომხვდება. ხომ, სიბერით ვაპირებ სიკვილს. სიბერემდე კი არაფრის კეთებას არ ვაპირებ, მხოლოდ ვიმოგზაურებ. ჩემთვის, მშვიდად. ვიქნები ისევ ისეთი მატყუარა და ალერგიული როგორიც ახლა ვარ. ისევ ვიტყვი რომ ასთმა მაქვს  და ისევ ამიცრემლიანდება თვალები ჩემი გარდაცვლილი თევზის გახსენებაზე.

ო, ჰაინრიჰ, დედაჩემი დღემდე ვერ ხვდება რატომ ვტიროდი ასე ძალიან უბრალო თევზის გულისთვის. მას შემდეგ მრავალი სტატია წავიკითხე ლურჯ თევზზე. მინდოდა მეპოვნა ის რისი სიმბოლოც იყო. ახლა ვხდები რომ გარშემო ყველაფერი იქნება ეს სკამი, მაგიდა, ფანჯარა, ლამბაქი, ატამი თუ ლურჯი თევზი გარკვეულ რამეს მახსენებს. ვიცოდი რომ თვზები სიკვდლის შემდეგ წყალზე ტვივტივებდნენ და თავიდან ჰანსი აკვარიუმის ფსკერზე რომ დავინახე, მეგონა რომ ეძინა. შემდეგ კი წარმოვიდგინე რომ შენც ოკიანის ფსკერზე იყავი და ფილტვები წყლით გქონდა სავსე. მაპატიე ამას რომ ვწერ მაგრამ ასე რომ ყოფილიყო ალბათ რამე შეიცვლებოდა.

ბოდიში

სინამდვილეში ალბათ უფრო შემეშინდა, იმის რომ თუ ფანჯარაზე აკვარიუმს ვეღარ დავინახავდი, დამავიწყდებოდი. ახლა როცა ზუსტად ვიცი რომ ნადვილად დავბერდები, ვხვდები რომ ძალიანაც რომ არ მინდოდეს, მაინც მემახსოვრედი. მშვენიერი გადაწყვეტილება იყო შენი წასვლა, მაგრამ დაბრუნებას თუ გადაწყვეტ, გამიხარდება. მაგრამ მხოლოდ წამიერად. საკმარისზე მეტი დროა გასული რომ შეცვლა მოგესწრო. ამიტომაც ალბათ სჯობს რომ არ დაბრუნდე, მაგრამ ხომ გითხარი, თუ დაბრუნდები გამიხარდება.
შეიძლება გარშემო ბევრი რამის მეშინია, მაგრამ შენი დაბრუნება მათ რიცხვში არ შედის.
არც შენ.
ხშირად ვფიქრობ,  არ მახსოვს, შენ რომ გწერდი მაშინაც მაწუხებდა თუ არა მოლოდინის გრძნობა, ალაბთ კი. ასე მგონი დაბადებიდან დამყვა. ესეც ჩამთავრდება. უცბათ და მარტივად. მაგრამ იმის იმედი არ ამქვს რომ ამის შემდეგ მაინც მოვიპოვებ ჩემ წილ სიმშვიდეს. უკვე დავრწმუნდი რომ სიმშვიდე მხოლოდ ილუზია ამიტომაც,
ჰაინრიჰ, მე აღარც შენი შენი მოჩვენებითი სიმშვიდის მჯერა, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი ვინც გარშემო ატეხილ ქაოსს გაუძლებს.  სხვა ადამიანები კი ამ ყველაფერს უფრო ამწვავებენ. საბოლოოდ კი ზოგჯერ ვფიქრობ კი არადა მშურს რომ იმ ფსკერზე შენ მაგივრად მე არ ვარ.

მაგრამ, მაინც მიხარია რომ ჩემთვის მაშინ დამთავრდი. კარგია რომ მეხსიერებაში ჰაინრიჰი წყლის ფსკერზეა. არ ამოტივტივებულა და მიუხედავად იმისა რომ კარგად ცურავს და ადამიანური ინსტიქტები თავისას შვრება ის მაინც  დაილექა, ისე რომ თავის შველა არც კი უცდია.