Sunday, December 30, 2012

მე გადავიტანე ორი ინფაქტი, მომიწია აბორტის გაკეთება, იმიტომ რომ, ორსულობის პერიოდში ჰეროინის მომხმარებელი ვიყავი.დანარჩენი ყველაფერი კარგად მაქვს

Friday, December 14, 2012


ვიწყებ ამით


"ეს-ეს არის 15 წელი შემისრულდა. სწორედ ამ ასაკში ეყრება საფუძველი მნიშვნელოვან რამეებს ცხოვრებაში. ამის შესახებ ამომწურავად ჯერ არავის უსაუბრია და არცაა შესაძლებელი."

და ვეღარ ვაგრძელებ.

იმის გადმოცემა რასაც მე ვფიქრობ სრული სიგიჟია და კიდევ კარგი რომ არ შემიძლია, უბრალოდ სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია, ქვის ქანდაკებას ვემსგავსები.
 ვერ მოგიყვები რამდენად აუტანელია ის რომ ასე მემართება.

ეს დანაშაულია როგორც სხვა ყველაფერი, არაფერს არ აქვს აზრი და მკლავს ამის გაცნობიერება.
ვიტანჯები იმაზე ფიქრითაც რომ ეს დამემართა იმიტომ რომ უკვე რამდენი ხანია რაც ასე ხდება.  საკმარისი რამეზე გული მეტკინოს რომ ერთი და იგივე მოვლენა მახსენდება და ყველაფერს მოგონებები გადაწონის ხოლმე. არ ვიცი ეს ასე როგორ ხდება, უბრალოდ არ მითხრა რომ ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, ნუ მიმეორებ ამ ფრაზას, არ მინდა ამის მოსმენა იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ის განცდა რაც ახლა მაქვს არ უნდა მქონდეს. იმიტომ რომ აღარ უნდა მახსენდებოდე ყოველდღე   და ყოველ იმედგაცურუებას ბავშვურად არ უნდა ვფარავდე შენი წასვლით. იმიტომ რომ კარგიც კი იქნებოდა რომ უშენოდ მოვიდეს რომელიმე დღე, არ უნდა ხდებოდეს ეს ასე, ეს არ არის ნორმალური.
არ არის ნორმალური რომ კიდევ მახსოვხარ, უფროსწორად  თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ კი არა ყოველდღე მახსენდები. ნუ მეტყვი რომ დავიწყებას არ ვცდილობ
ნურც იმას მეტყვი რომ ნერვებს ვარ აყოლილი და უნდა დავამთავრო ეს სისულელე, არ ვიცი როდის მოვრჩები, არც მაგაზე მაქვს პასუხი.

 ვეღარ, აღარ შემიძლია, კიდევაც ბევრის თქმა მოვახერხე

უბრალოდ  ვეღარ დავიმშვიდებ თავს ფრაზით რომ ყველაფერი ისეა როგორ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ტყუილია, იმაზე უფრო დიდი ტყუილი რაც კი ჩემი ცხოვრების მანძილზე ოდესმე მითქვამს.





Thursday, December 13, 2012

13.12.12

დღეს მარშუტკიდან თაკო დავინახე და იმდენად ვიყავი სხვა უარყოფითი ენერგიით დამუხტული რომ გაუცნობიერებლად დავიკიდე.
ე.ი. ის უკვე აღარაფერს ნიშნავს და შეხვედრის ტყუილად მეშინოდა.

მომბეზრდა ჩემი ცუდი ხასიათი, ის თვისებები რომლებიც ყველაზე მეტად მიშლიან ხელს ყველგან და ყოველთვის.
როცა ხვდები რომ შენი ბრალია და გული გწყდება, ეგ მომენტი მაქვს.
+ ამას ის ემატება რომ ენ რაოდენობით მაქვს სასწავლი და უზომოდ მეზარება ხელში წიგნის ღებაც კი

Sunday, December 9, 2012

დეპრესიის საწყის ეტაპეპზე ვარ და ვხვდები რომ მორიგ, ანკი მერამდენე მორიგ ტალღას ვეღარ გავუძლებ.
და კიდევ მერამდენე მორიგს .
ეს ბოლოა
და ესეც უკვე ვეღარ ვითვლი მერამდენე ბოლოა

Sunday, December 2, 2012

fail

არ ვიცი მკითხველები ასე რატომ იქცევიან ხოლმე, მაგრამ საკამრისია მათთვის საყვარელ პოეტს ან მწერალს შეხვდნენ რომ მაშინვე გარბიან და ეუბნებია "მე თქვენი შემოქმედების გულშემატკივარი ვარ," "ვგიჟდები თქვენი წერის სტილზე" და რაღაც ამდაგვარი.
ემოცია - კმაყოფილება, სიმშვიდე და სიამაყე, იმიტომ რომ  გაბედეს.

კიბეებზე ავდიოდით, რომ დავინახე.
ნიკაპი ამიკანკანკალდა, პირი ყურებამდე გამეხა და იმის მაგივრად რომ, რამე ეგეთი სისულელე მეთქვა, მივესალმე. იმანაც, გამარჯობაო, მაგრამ სახეზე ეწერა"ნეტა, ეს ბავშვი ვის დაეკარგაო."

მართლა გამიხარდა რომ რამის თქმა მაინც შევძელი. 
ემოცია დიდხანს გამყვებოდა, ნახევარი საათის შემდეგ მის კაბინეტში რომ არ აღმოვჩენილიყავი, ოღონდ ახლა უკვე სხვა სტატუსით.
ზუსტად 3 დღე ვიტანჯებოდი.
საშინლად ცუდი შეგრძნება იყო, წინ მეჯდა და იმის მაგივრად, რომ მეთქვა, თქვენი ლექსები მომწონს-მეთქი, ქართველოლოგიის განყოფილების დაარსებაზე ველაპარაკებოდი.

ყველაფერი რომ მორჩა და ვუთხარი, ჩემი საყვარელი პოეტი ხართ-მეთქი
კარგი ერთიო და სნეიქის თამაში გააგრძელა.



Tuesday, November 27, 2012

|(

მთელი დღე არ მყავდა ნანახი და რომ მოვიდა, გავიწიე, მოდი ჩგეხუტო-მეთქი. იმან კიდევ, ძაღლს მოვეფერები და მოვალო.
ხომდა ვუყურებ ახლა ფანჯრიდან |(

Sunday, November 18, 2012

კიდევ ერთხელ

ვერ ვიტან როცა მამოწმებენ
ვერ ვიტან როცა მაკვირდებიან
ვერ ვიტან როცა საცდელი ბაჭია ვარ


საკმარისია ერთი პატარა ეჭვი,  რომ ყველაფერი ირევა. თავში ერთდროლულად რამდენიმე აზრი მაწვება და ვიხსენებ ყველა სიტყვას, რომელითაც შეიძლება იმ პატარა ეჭვის გამართლება.

Friday, November 9, 2012

1

ახლა მივხვდი რას ნიშნავს ადგილის ახევა 

Monday, October 22, 2012


I hold your hand till the bleeding stops....

I hold your hand till you fall apart....

And you dream...

your endless dream


And it feels like I've never been loved... And it seems like I'll never be loved

your endless dream.

One by one you stop to feel your bleeding knees and heart
 And everything that's real
And everything that's real
 And everything that's real ...
















Friday, October 19, 2012

Sunday, October 7, 2012

)

1
დათვლაც კი მეზარება, რამდენჯერ მითქვამს რომ ხალხს ვერ ვიტანდი. თუმცა უკვე დიდი ხანია რაც გავაცნობიერე რომ მჭირდება მათთან საუბარი ვისწავლო, უფროსწორად კი არ მჭირდება, სხვა გზა არ მაქვს. ვწვალობ რომ შევეგუო, მაგრამ ხშირად ვფიქრობ რომ არ გამომივა, იმიტომ რომ არაფერი მძულს ისე როგორც ხალხი. შენთვის მშვიდად ცხოვრობ, მაგრამ საკმარისია რამე სოციალურ საქმეში ჩაერთო რომ რამდენიმე წელი გაკლდება.  ვეცდები ყველაფერი კარგად იყოს, მიუხედავად იმისა რომ დღემდე ვთვილი, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.

2
საერთოდაც ვბრაზდები. რამდენჯერ მითქვამს რომ ვერ ვიტან სიტყვა ვალდებულებას?  ამის დათვლაც მეზარება. ხომმმ, რომ დავამტკიცო რომ ერთ ადგილას გაყინული არ ვარ. აქვს ამას რამე აზრი, მგონია რომ არ აქვს, მაგრამ ვეცდები იმ სულელური სიტყვის გამო.



3
ვიღაცებმა მითხრეს თუ ზაფხულში ჰავას ბევრჯერ გამოიცვლი მერე მთელი წელი აღარ გაცივდებიო. უკვე ოქტომბრის დასაწყისია, თხელი პლედი მაფარია, ჩაის ვსვამ და "ამერიკის საუკეთესო მზარეულს" ვუყურებ.

4

"მობრუნების პერიოდი #2 პარასკევი

ჩაის მოვიტან, ტალახიან კედებს დედაჩემის საწოლზე დავალაგებ, თავს ბალიშზე დავდებ, თვალებს დავხუჭავ და რამეზე ფიქრს დავიწყებ.
 მერე ჩემ ვენას დავხედავ და ცრემლები წამომივა. ლიმფოციტები ზომაზე 3-ით მეტი მაქვს, დანარჩნები კი ყველაფერი ნორმაშია. სულ რატომ მეგონა რომ რაღაცა მჭირდა."



....
ჭარხლის წვენი ყველაზე უგემურია, ტალახის გემო აქვს.


5
უკვე ჩვეულებაში გადამივიდა უაზროდ ადამიანებთან ჩამოშორება. საკმარისია ერთი პატარა ჟესტი რომ უკვე აღარაფერი გამომდის. შეიძლება გამაღიზიანოს საუბრის ან სიარულის  მანერამ, ჭამამ... და გამარჯობის თქმის სურვილიც კი გამიქრეს.

6
ვიღიმი, ხშირად ვიღიმი. მაგრამ როცა ცუდ ხასიათზე ვარ  ჩემთან მოკარება არ ღირს. რამდენიმე დღის წინ საუბრი გამაწყვეტინა წინადადებით "რატომ ეგრე აგრესიულად?" და თავის გამართლება "ასეთი მანერა მაქვს"

ყელში ამოვიდა სიტყვა "მანერაც"

7 ჩვეულებრივი ამბავია, როცა საყვარელი ადამიანი გულს გტკენს, სწვალაში ვერ აღწევ წარმატებას, ჩხუბობ მეგობართან და მსგავსი სისულეები. ტარგედია კი შეიძლება საყვარელი ჩაის ჭიქის გატეხვა იყოს.  თან როგორი ტრაგედია, ლამისაა დეპრესია დამეწყოს.
რა უკუღმა და სულელურადაა ყველაფერი მოწყობილი.

Thursday, September 13, 2012

ხომ არსებობს მომენტები როცა თავს ცუდად გრძნობ და ვინმესთან საუბარი გინდა.
ამბობენ რომ არსებობს.
ცუდი და საშინელია როცა მაშინ როცა ყველაზე მეტად გიჭირს ვიღაც მოდის მხარზე ხელს  გადებს და გეუბნება რომ მას შენი დახმარება არამარტო სურს, პრეტენზია აქვს რომ შეუძლია კიდეც.
და მიჩნედება აზრი, მაშინ ზიდსო ჩემი ყველაა უარყოფითი ემოცია, სენტიმენტები და სხვა საზიზღარი თვისებები ჩემ მაგივრად.
вряд ли кто то это сможет
Fუ როგორ ვერ ვიტან და გული მერევა მაგ დროს მაგათ სახის გამომეტყველებაზე და ხელს რომ მადებენ ხომ საერთოდ.
 ვერ ვხდები აზრს,  რატომ უნდა შევინარჩუნო ასეთ მომენტში სიმშვიდე და ვუთხრა რომ არაფერი არ მჭირს?

Sunday, September 9, 2012

თერთმეტჯერ

მგონი მივხვდი, არა ახალი ტყუილი მოვიფიქრე თავის დასამშვიდებლად.

ხომ, ის ხომ ბევრჯერ მითქვამს რომ ჩემი ყველა სიტყვა ხშირ შემთხვევაში არასწორედაა შერჩეული და იმას არ შეესაბამება რისი თქმაც მინდოდა.

ახლა შემეძლო მეთქვა რომ გამოსავალი ვიპოვე.

ძირითადად მე და ანა რომ ვჩხუბობთ მალევე ვრგდებით, მაგრამ დედა სულ გვეუბნება რომ ხანგრძლივი ხმამაღალი საუბრების შემდეგ რაღაც გვემართება.
მაგალითად გუშინ რაღაც სულელურ სტატიაზე ვიკამათეთ, რამდენიმე საათის შემდეგ კი მანქანიდან გადმოსვლისას მუხლი ისე გადავიტყავე ბინტი დამჭირდა. კიდევ რამდენიმე საათის შემდეგ კი შემთვევით ანას ხელი გავკარი და რამდენიმე წუთი თვალიდან ცრემლს ვერ იჩერებდა.

ვიჩხუბეთ მშვიდ დილას, რომელიღაც დაბალტირაჟიან გაზეთში ვკითხულობდი კრიტიკულ სტატიას.
ანა გააღიზიანა სტატიამ რომელიც არც კი ჰქონდა წაკითხული და მხოლოდ ის ერთი პატარა ციტატა არ მოეწონა რომელიც ხმამაღლა წავიკითხე.
სისულელეა, აქ ხომ ჩხუბი ძალიან ზოგადადაა ნახმარი, ჩვენ ასე მაშინაც გვერამრთება როცა გზის განათება არ მოგვწონს.  მთავარი ისაა რომ მალე ვრიგდებით. კიდევ ის რომ ორივეს შეგვიძლია საუბარი ისეთ რამეზე რაც არ ვიცით, არ წაგვიკითხავს, მხოლოდ ერთმანეთში ვსაუბრობთ ხოლმე.

ერთხელ იმ წიგნზე ველაპარაკე რომელის მხოლოდ შესავალი მქონდა წაკითხული და დავარწმუნე რომ ძალიან მაგარი მწერალია, მხოლოდ იმის გამოც კია დასაფასებელი რომ ნობელის პრემია აქვს აღებული. ვიცი რომ იმ წუთას ამაზრზენი ვიყავი, სამაგიეროდ დღეს ანასთვის ის მწერალი ერთ-ერთი ფავორიტია და დღემდე სჯერა რომ წაკითხული მაქვს.

ხომ, ამაზრზენია ასე როცა ვიქცევი მაგრამ სხვაგვარად რომ იყოს ახლა საერთოდ ვერ დავწერდი რამეს.
შეიძლება ყველაფერი დაილექოს და შემდეგ თავში ის აზრიც მომაწვეს რომ ხმამაღლა ვთქვა.

რა თქმა უნდა, იმ ტყუილს არ ვაღიარებ.
იქნება ადგილი სადაც ვიქნები დეპრესიული, სენტიმენტალური, მოჩვენებითად არაყალბი, მაგრამ შეიძლება ერთი-ორგან შემეშალოს. მაგას მნიშვნელოიბა არ აქვს.


სასაციოლოა, როგორ სეიძლება ილაპარაკო იმაზე რაც არ იცი.
ხომ მიმიხვდი?
მერე აღმოაჩინო რომ თურმე რამხელა წრედია.
ელექტროობა, მექნიკა და სითბო ერთადერთია რაც კი ფიზიკაში ვიცი.
 რამდენიმე დღის წინ ისიც კი გადავწყვიტე რომ მეთქვა ის რაც მაშინ ვერ შევძელი და თავი გამიმართელე იმით რომ არც იყო საჭირო.

ვერ ვიტან თავის მართლებას, ვერც თავდაცვას ამიტომ ნებისმიერ ადგილას სადაც ხანგრძლივად მიწევს ყოფნა ვეძებ ვინემს ვინც ჩემ მაგივრად იკისრებს პასუხისმგებლობას.
თვითკრიტიკა
რა ცოტა გვყოფნის, თუნდაც მაშინ როცა გვეუბენბიან რომ ჩვენზე საშინელებიც არსებობენ და მაგალითად საკუთარი თავი მოყავთ.

რამდენიმე წლის წინ სულაც არ შემეძლო წარმომედგინა რა საშინლად შეიძლებოდა მოქცეულიყო
რა თქმა უნდა ეს ხომ ჩემი ბრალია.
მე ზვიგენი არ ვარ
მე ზვიგენი არ ვარ
მე ზვიგენი არ ვარ

ზვიგენი მონსტრია.

გავჩრდები და მშვიდად გავნაგრძობ მერე ვიტყვი რომ სიტყვების მარაგი ამომეწურა, იმ სიტყვებისაც კი რომლების საჭირონი არ იყვნენ.

არ დამილევია :)
უბრალოდ  მგონი პირველად მიჭირს იმაზე საუბარი რაც არ ვიცი.
ხომ, ცნობისმოყვარეობა არის სიტყვა რომელიც კი არ მიყვარს, უკვე მაღიზიანებს.

P.S როგორც სიმღერაშია


 

Sunday, August 26, 2012

უცბად და მარტივარ


http://www.youtube.com/watch?v=akAOxEoPrOo&feature=share

Sunday, August 5, 2012

ფოტო რაფიდან




შეიძლება ერთ წამში ყველაფერი გაქრეს, ალბათ შეიძლება მეც დავიკარგო.

და ხედი ფანჯრიდან, რომელიც აგერ რამდენი ხანია ნაცნობია, უცბად გაცივდეს.


მერე შეიძლება მომენატროს კიდეც

Wednesday, August 1, 2012

ვერ ვიტან როცა მამოწმებენ
ვერ ვიტან როცა მაკვირდებიან
ვერ ვიტან როცა საცდელი ბაჭია ვარ



არ არის კარგი რაღაცის შემთხვევით პოვნა, ნამდვილად არ არის კარგი რაღაცის შემთხვევით პოვნა

Sunday, July 22, 2012




:) :) :)
არანეგატიური განწყობისთვის



ოთახში კიარა მეგონა სახლშიც მარტო ვიყავი, არადა ანა შემოვიდა.

და ერთმანეთის მიყოლებით ჩნდება აზრები "ოღონდ ის თემა არა," არადა ვიცოდი რაზეც უნდა გველაპარაკა. ვისაუბრეთ, დიდხანს.

ეს არ იყო ჩვეულებრივი პორბლემა და მეც არ ვთვლი რომ რამე გასამართლებელი საშუალება ჰქონდა, მაგრამ თავადევე რამდენიმე წლის წინ ამოჩემებული მქონდა ფრაზა "უნდა გაუგოთ, უნდა გაუგოთ"

ახლა ვხვდები რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია.

მე ანას არ ვუკივლე რომ არ მინოდადა ამაზე საუბრი, მე უბრალოდ ძალიან სუსტად ვიყავი და ამის თავიც არ მქონდა, ამიტომაც მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, ისეთი რომლითაც თავად ანას ვატკენდი, გავიდა მარა მერე ისევ შემობრუნდა ჩაის ნაყენით ხელში. თავი მუხლებზე დავუდე და მანაც ნელ-ნელა დაიწყო ჩემთვის დასველებული ბინტის თვალებზე დადება.
კარგი, გადავიღალე, რა მოხდა, ხდება ხოლმე.
გადავიწვები და ანტიდეპრესანტებით და მსგავსი სისულეებით ვიჭყიპები ხოლმე.
მობეზრება და დაღლილობა კი ყველაზე მეტად გამოცარიელებულ თვალებში იკითხება.
ბინტს ასველებდა, წურავდა აგირლებდა და თველებზე ნაზად მადებდა. და მეც ზუსად მაგ წამს გავხდი ყველაზე სენტიმენტალური და დეპრესიული ადამიანი.
შეიძლება ამის მერე გადავწყვიტე ბარგის ჩალაგება, ზუსტად არ მახსოვს წასვლას ნამდვილად ვაპირებდი თუ არა.

მიკვირს, ახლა რა ადვილია იმაზე ვილაპარაკო ნახევარი წლის წინ როგორ ვეჩხუბე მეგობრებს, ან თუნდაც რატომ მქონდა პრობლემები იმ რამოდენიმე ადამიანთან.
აი ერთი კვირის წინანდელზე კი ვერაფერს ვამბობ.

ყველაფერი კარგი იქ ხდება სადაც ჩვენ არ ვართ.

ამიტომ მე ძალიან მომენატრება მისი გაკეთებული სალათა, ხშირად ჩვიცმევ მის ნაჩუქარ კაბას, ვივლი იმ მაღაზიაში სადაც ის ჩემთვის შოკოლადს ყიდულობდა, დავწვები ჩემ საწოლზე რომელზეც მისი ფარდებია გადაფარებული, დავისხავ lucia-ს მიუხედავად იმისა რომ ვერ ვიტან მაგ სუნამოს.
რამდენიმე წლის შემდეგ კი მასზე საუბარი მაინც არ გამიადვილდება ისე როგორც დავუშვათ იმ ნააბიჭვარის საქციელზე.

ადრე ვამბობდი რომ ყველაფერს გავატარებდი, თუმცა რთულია როცა ყოველი დეტალი რაღაცას გახსენებს და ნელ-ნელა ილექება.
დღეს მე უფრო მშვიდი და მოჩვენებითი ვიქნები ვიდრე გუშინ.


 სიმღერა მჭირდება
 ზღვაზე იყო, მარტო მელოდია მახსოვს, ქალი მღეროდა 2 წლის წინ nh-ში მეგდო და ხშირად ვუსმენდი.
მჭირდება რა, უბრალოდ გამახსენდა, მოსმენა მომინდა და ვერ ვუსმენ, ეგ კიდევ ცუდი შეგრძნებაა 

Friday, July 13, 2012

პირველად დამემართა ასე
ვერ მივხვდი დღის პირველი საათი იყო თუ ღამის
დღის ყოფილა

ზუსტად ვერ ვხდები რომლის წავსვლამ გამხადა უფრო ცუდად, ყველაფერი შეჩვევის ამბავია.
თუ გიხარია ასე გეტყვი, რა პრობლემაა
მგონი ცარიელი ვარ, ვეცდები რამე ოპტიმისუტურიც ვთქვა, მაგრამ  არ გამომივა

თავის ტკივილი შემეჩვია, წავალ ბარგს ჩავალაგებ


ნანა

Wednesday, July 11, 2012

ყველაფერი საშინელი რაც კი პირზე მომადგება
და ერთადერთი აზრი "ეს როგორ გააკეთა"
ნაგავი

ოკ, მე კიდევ ერთხელ გავმწარდი, მზად ვარ ყველაფერი დავამტვრიო. აღარ მყოფნის ძალა, საერთოდ აღარაფერი მყოფნის.

ასე როგორ შეძლო
იდგა ჩემ წინ, თვალებში შემატყდა და მითხრა, რომ სულერთია, არ აღელვებს.
და მეც მინოდა მეყვირა და მეჩხუბა მისთვის, მაგრამ ვერ შევძელი.
არ ვარ პანიკიორი
ვიყო უბრალო ადამიანი, რომელიც ძალიან გამწარებული და იმედგაცრუებულია, გავთანაბრდე სხვებთან.

საერთოდად უსუსურად ჟღერს რიტორიკული კითხვები

როგორ ემართებათ ასე, რას დავაბრალო.
თურმე შეიძლება ადამიანი ორი წინადადების შემდეგ ასე გაიუცხოვო.

თუ ტყუილი იყო
ხომ შეიძლება მართლა არ არსებობდეს არაფერი
ისიც შეიძლება ხვალ სხვა ადამიანად გავიღვიძო.
მომენტი როცა ცრემლები გახრჩობს და ფიქრობ, უსირცხვილოდ როდემდე შეთხზა
მერე ჩერდები, ყველაფერი რაც კი ოდესმე მიფიქრია მასზე ერთ წამში წაიშალა.
მინდა ყველაფერი წავიდეს, იმიტომ რომ მე მესმოდა ის რასაც ამობობდა იმ წუთებში, მე მინდოდა იმ დროს იქ არ ვყოფილიყავი.

ან საერთოდ მასთან არ ვყოფილიყავი.

და ნელ-ნელა ყველა საყრდენი მეცლება, ან ვიცლი.

წასვლა მინდა და აუცილებლად წავალ

Sunday, July 8, 2012

:)



მომეწონა, თუ რავიცი რა ვთქვა.
ვერასოდეს ვერ ვიტანდი აქერცლილ და დანაოჭებულ ახალშობილებს, თვალებს შტერებივით რომ აჭყიტავენ.
ეს ლამაზია
კიდევ დაუცველი, არ მითქვამს მარა გული დამეწვა მის გახდარ ფეხებს რომ შევხედე

ხომმ
სახლი არ აქვს, არც სახელი,ამიტომ ჯერ მხოლოდ შენი შვილია

ლევან
გპირდები ყოველ შაბათ-კვირას გავიყვან ხოლმე, ჯერ კინოში წავალთ, მერე მაკში
(ვიცი რომ ამერიკა გეზიზღება, მაგრამ მაინც წავიყვან), ბოლოს გავისეირნეთ.
და ყოველ ნახვაზე გეტყვი რომ ძალიან ლამაზია, ვიცი ეს როგორ გახარებს.

ოღონდ ჯერ ცოტა გაიზარდოს
ისიც ხომ მითქვამს რომ პატარა ბავშვები მღლიან, მაგრამ მაინც ხშირად ვინახულებ ხოლმე, ხელში დაჭერასაც ვისწავლი და აღარ შემეშინდება, დღეს ხომ ხედავ გვირილის ნაყენში ვაბანავე და ჭიპიც დავუმუშავე.
ყველაზე მეტად ის მომწონს როცა ველაპარაკები და თვალებს ფართოდ ახელს, ტუჩებს კი უცნაურად კუმშავს.

შეიძლება უკვე დაიღალე მისით და გაბეზრდი მაგრამ არაუშავს : )


ხომ ამტკიცებდი ყველაფერი იცვლებაო
 ხოდა ხედავ რა სასიამოვნოდ შეიცალა  :)

Ctrl + shift + T

Friday, June 22, 2012

"...სხვა თუ არაფერი გაინტერესებს, წავალ "


ქალაქში საშინელი ვირუსები დადის, გუშინ ღამე სიცხე 38მდე ძლივს დავიგდე,დღეს დილით 35ს ვერ ავაცილე. ხომმ, ან თავის გამართელბას ვცდილობ, მომიტევე

ჰანს
ჰა ინ რი ჰ
ჰაინრიჰ
შეგიძლია ყურადღება არ მომაქციო, ვსულელობ
ვერ გადავეჩვიე, შენც არაფერი გიჭირს ცოტა ხნით ჩემ ნაბოდვარს თუ წაიკითხავ, სადაც ამდენი ხანი მიძლებდი.
არ გეგონოს რომ არ ვღელავ, პირიქით ძალიან მაინტერესებს როგორ ხარ. ყოველთვის ზედმეტად ცნობისმოყვარე ვიყავი, ერთი ისაა მოთმინების უნარი გამომიმუშავდა, მაგრამ ამას შენც ადვილად შეამჩევდი.

სამწუხაროდ ვერც წერილების წერას გადავეჩვიე, წერილების რა, სულ სამი მოგწერე, ამასაც თუ მიათვლი - ოთხი. ამის გამო საფულეც კი გამოვცვალე, აბა წითელში ხომ არ
შევინახავდი.
ადამიანების უმრავლესობა ასე იქცევა.
არ მანაღვლებს, ნუ იქნება პასუხი.
ახლა უფრო მეტად მეჩვენება რომ მთლიანად ყავისფერი ხარ. შენი მკლავებიც, სახეც ხელებიც, ხმაც - ყავისფერია, იშვიათად მიწისფერი. შენც ჩემსავით რომ ფიქრობდე, საკუთარი სახელის გაგონებაზეც კი მიხვდებოდი ამას.
მინდა გითხრა რომ აღარ ვარ ისეთი დეპრესიული როგორც ადრე, უბრალოდ ზოგჯერ ამ უაზრო სენტიმენტებით ვივსები და მექანიკურად აქეთ მოვდივარ,  ვერ გამოვუტყდი საკუთარ თავს რომ შენთან  ჩემ უარყოფით ემოციებს ვეღარ დავტოვებ

 პირველად როგორ განვიცადე.
მე და ალბათ
ახლა მკვდარი რომ არ იყო,  ჩემზე კარგად ხომ იცი რომ ბოლოს ყველა თავის თავს კლავს.

ისევ ვამახინჯებ, მომიტევე.
თავს უხერხულად და უიმედოდ ვგრძნობ, ერთი წელი გავიდა მე კიდევ ამ დრომდე ვერ ვიპოვე ვერავინ ისეთი ვისთანაც საკუთარი თავი ვიქნებოდი.
არადა ჩემ გარშემო იმდენი ხალხია.



.............................................................................................................................................
.............................................................................................................................................
.............................................................................................................................................
.............................................................................................................................................


ოთახი მინდა
უკარო, ყავისფერი ოთახი მინდა, ოთხივე კედელზე ფანჯრით, სადაც დავჯდები და აღარაფრის შემეშინდება, გაქცევა არ მომინდება, არც გამასახლებენ
.

მორიგ უიმედობამდე დავიცდი

იმიტომ რომ ჩემმა "არასოდეს" შეიძინა მნიშვნელობა და უბრალო ფუჭი სიტყვა აღარ არის.
მრავალი მცდელობის შემდეგაც ვერ შევეჩვიე საკუთარ თავს და ყოველ წელიწადს ამ მონაკვეთში ისევ ვიგრძნობ არარსებობას და მომეცემა იმედი რომ აქ ხარ.


მე
არასოდეს
არასოდეს
არასოდეს
შევეგუები რომ არ ხარ.


 არ მოგბეზრდა სულ მართალი რომ ხარ?
ვეცდები აღარ მოგწერო


შენც ხომ იცი რომ ახლა მონატრებისა  და საკუთარ თავზე ზურუნვის გარდა რაღაცის  ინტერესიც მკლავს .

up




Monday, June 4, 2012


იცი რამდენიმე წუთი ვფიქრობდი როგორ მეთქვა, სინამდვილეში გეტყვი რომ არაფერი მაქვს სათქმელი (თან თავს ამაყად ავწევ მაღლა და ვეცდები უფრო დამაჯერებელი ვიყო).
Fუ რა კრეტინი ვარ.
ახალი ყავისფერი შორტები ვიყიდე, მოკლეა.
მათემატიკაში 9 გამომყვა, თავადაც მეცინება.
უკანასკნელი 2 თვის მანძილზე 5 კილო მოვიმატე და ახლა ვებრძვი.
მეორე არჩევანი. პატარა შავი კაბის შეკერვას ვაპირებ. ჯერ კიდევ ნაჭრის არჩევის პროცესში ვარ.


რამდენიმე საათი თვალისმოუშორებლად ვუყურებდი გამურულ ჭერს, სისულელედ მიმაჩნია ადამიანმა არ აასრულოს ერთადერთი თხოვნა. სახელით მომართოს, ასეთ მომენტში ყოველთვის თავს უფრო კარგად ვგრძნობდი ახლა მითუმეტეს.არაუშვს, მაინც შეჩვეული ვარ სულელური თხოვნების არ ასრულებას.
შეიცვალა, არა ცვლილებების მოწინააღმდეგე არასდროს ვყოფილვარ. მაგალითად კარმომტვრეული გარდერობი ახალმა ჩაანაცვლა, პარკეტი მოიხვეწა, პროცესორი გაქრა, ახალი საწოლი გაჩნდა, მარჯვენა კუთხეში კი ფორტეპიანო დაიდგა. მერე დამავიწყდება და ახლა ვიტყვი, ისევე საშინლად ვუკრავ როგორც ვწერდი, ვიცი რომ მაგაში ეჭვი არასოდეს შეგპარვია. ხომდა, საერთოდ ყველაფერი შეიცვალა. საკუთარი თავისთვის შორიდან რომ შემეხედა ალბათ მივხვდებოდი რა რეაქციით ჩამოვგლიჯე ჩემივე ხელით ფარდა. მერე უფრო სქელი "იმ ფერის" ფარდები ჩამოვკიდე. ახლა მშვიდად ვარ, მეც შევიტანე წვრილი ცვლილებეში.
ალბათ იმიტომ მიყვარს ეს ადგილი, რომ ქუჩაში ზომაზე მეტი ხალხი ირევა, აქ კიდევ ხელს არავინ მიშლის. ეს მცირე ფართი და საკუთარი სხეული სულ გაიგივებული მქონდა


............


ვსო, არაფრის თქმა არ მიტყდება, რა მნიშვენლობა აქვს. იცი რომელ ეტაპზე ვარ? აი ხომ არებობს როდესაც ბევრი რამ გაქვს სათქმელი და ცოტას მაინც აბავ თავს. არსებობს კიდევ როცა ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი და საერთოდ ვერ ამბობ.

ხომ. ეს დაახლოვებით იმას გავს რომ ვთქვი "არ რეალობაში ცხოვრება არ მინდა-თქო" და ყველას მოჩვენებითად შეშლილი სახე რომ ჰქონდა, მის გარდა, პირველად წამომცდა "ნეტავ არ მეთქვა"

ეს ბოლოა

უკანასკნელი ნაგავი ალბათ დაბრუნდებოდა და მერე ისევ წავიდოდა. თუმცა მე როგორც დანდობილ ადამიანს მოგონებები მაინც დამრჩა. მაგრამ ერთის მხრივ ქვეცნობიერად უკვე ვიცოდი რომ ყველაფერს აქვს ბოლო, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მუდმივად მჯეროდა რომ ახლოს იყო. აქ კი დღეების თანმიმდევრობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს , იმიტომ რომ ყოველ დილით ყველაფერი თავიდან იწყება. სასოწარკვეთილს კი, მაშინ როცა თვითმკვლელობაზე ფიქრი ყველაზე მეტად მომიახლოვდა, გამახსენდა, აღარ შემეშინდა, მივხვდი რომ მკვდარი ადამიანიც შეიძლება იყოს ვიღაცისთვის საჭირო.

ოღონდ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი გამოკლებით

მაინც ვთქვი, რომ ორანჟერიის გაკეთებას ვაპირებ, ვეცდები ლამაზი გამომივიდეს. ბოლოსდაბოლოს როცა იმ ოთახში ყველაფერი დროსთან ერთად ასე შეცვლა,ცვლილებებს მისი მეორე მხარეც "საჭიროებს" იმედია ის ერთი ნაწილი დარჩება ხელშეუხებელი, იმიტომ რომ ჯიუტი სახით კიდევ უნდა გავგრძელო მტკიცება რომ დროს არ აქვს მნიშველობა.

მას შემდეგ რაც ნახევრად დახეული მწვანე ფარადები სახლში მივიტანე და გამოვაცხადე რომ დაკიდებას ვაპირებდი, ყველამ დამიბღვირა და უარი მითხრა.
მეწყინა, თუმცა არც მიკვირს.

Friday, May 18, 2012

"ce bien qui fait mal"


ეს მესამე იყო, და პირველად ვერ განიტვირთა. აპატიე რომ უცდის და ის პასუხგაუცემელი კითხვა დროდადრო უფრო მეტად აწუხებს.

Wednesday, May 2, 2012

There is nothing left In this world to trust


როგორც კორეულ სერიალებში ამბობენ განწირული ხმით "რა ვქნა?" ხშირად დროს საკუთარ თავზე და პრობლემებზე ფიქრში ვხარჯავ. იშვიათად არის ისეთი შემთხვევები როცა სხვაზე ვწუხვარ. შეიძლება უხეშად ჟღერს მაგრამ ახლა ყველაფერს მძიმედ ვხედავ და შემთხვევით მესმინება კარების უკან. მაშინ როცა ოჯახის ყველა წევრი სკუთარი საქმით არის დაკავებული მე უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე და შესაბამისად დაძაბული ვარ. როცა ადამიანი რამე ერთ კონკრეტულს უცდის და მერე როცა ეს მოხდება ამბობს "ხომ ვიცოდი რომ ეს ასე იქნებოდა" და ა.შ და მშვდდება. საშინელი განცდაა, რამე ცუდი შეძლება დაგემართოს, მაგრამ დაძაბული აღარ იქნები. დროებით მაინც შეწყვეტ ფიქრს. მსგავსი მეც მქონია, ოღონდ ეგეთ სიმშვიდეზე არ ვოცნებობ. ვერ ვიტან ასეთ სულელურ სიტუციებს,მირჩევნია ისევ საკუთარი თავი ვიგლოვო ხოლმე. ვეღარ გავაგრძელებ და ასე დავტოვებ.

Saturday, April 7, 2012

უარყოფითი ქმედებები

აქ უნდა დამეწერა, რომ აღარაფრის თქმა არ მინოდა, რომ მართალია და ყელაფერი ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს.
შეუძლებელია ახლა ნერვებმოშლილი, აღელვებული ვწერდე, პირიქით. მიყვარს ასე რომ მემართბა საერთოდ ყველაფერი მიყვარს რაც ამ სახლს ეხება.
ისიც ადვილი შესამჩნევია ჩემთვის, რომ სხვებთან სულ სხვანაირად ვსაუბრობ, რაც შეიძლება რთულ სიტყვებს ვიყენებ, აქ წერისას კი ყევლაფერი მეკარგება და ხშირად კიარადა თითქმის ყოველთვის ვერ ვამბობ იმას რაც მინდა.
ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობდი ცხოვრების მიმართ - "დინებას მივყვები", თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ მუდმივად შინაგან პროტესტს ვგრძნობდი და მინოდა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წავსულიავი .
საშინელი ჩვევაა

ახლა როცა მის ამ სიმღერას, და არა რამე სხვა, ვუსმენდი მივხვდი რომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვთქვი რამე ვიღაცის დანაკლისზე, რომ ეს სიცარიელე მტკივნეულია და ამის მოთმენაც ძალიან რთულია.
ალბათ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ვიტყოდი რომ აუცილებლად უნდა დავივიწყო.
მაგრამ აქ პირიქით ხდება, ამის წინააღმდეგ წასვლა სულაც არ მინდა, არ შევუშლი ხელს ან რატომ უნდა შევუშალო, შემდეგი გაფრენის დროს "ერთხელ თუ გაუძელი კიდევ შეძლებ" რომ იყოს. ეს სიტყვებიც ისევ ჩემი იქნება, თავსი დასაიმედებლად. წასვლის განცდა იმდენად ახლობელი გახდა რომ ვერაფერს მოვუხერხებ
დავიცდი სადამდე გაგრძელდება, ყველაფერი თავისით ხდება და შეიძლება თავისით დამავიწყდე.
მგონი ამდენიც ცდისგან მოთმინების უნარი გამომიმუშვდა

Friday, March 30, 2012

შენ

- ჰაინრიჰ!
- ...
- ჰა ინ რიჰ
- ...

Friday, March 16, 2012

რატომ მჩემდება ხოლმე უძილობა?

კარგი ჯანდაბას, დილის შვიდამდე გავძლებ საწოლში, მერე თბილ ხალათში გახვეული სხვა ოთახში გავალ და ჩაის დავისხავ.
დავფიქრდები შოკოლადის კრუასანი ვჭამო თუ დედაჩემის გაკეთბული ალუბლის ნამცხვარი.
ორივე, სანამ მაცივარში გამოვაღებ, რძეს დავინახავ, ლანძღვას დავიწყებ და გადავაქცევ.

არადა, უმიზეზოდ სულაც არ ვარ ნერვებმოშლილი.
რამე ნორმალური ვარიანტი უნდა ავარჩიო, ან სულ მცირე ენაზე კბილის დაჭერა ვისწავლო.
მერე მახსენდება, წერილების წერა არ მიყვარდა მარა მიწევდა ხოლმე.
ეს ის მომენტია როცა კიდევ ერთხეულ უნდა დავწერო გულისამაჩუყებელად, ერთი ფურცელი ვჯყაპნე და რომ გადავიკითხე მივხვდი რომ არაფერი არ მომიტყუებია, მარა მაინც

როდესაც ტკბილეულის ჭამას ვიწყებ და თან რამეს ვაკეთბ, ვიღაცამ უნდა წამართვას თორე მე თვითონ ვერ მივხვდები რომ გავჩრდე.
კონვერტში ვდებ კიდევ საათნახევარი ვიცდი, მერე მას ვაძლევ.
საღამოს ჩემს ტელეფონზე ზარი ისმის, აშკარად ვხვდები რომ მისი ნომერია თუმცა სახელით არ მყავს ჩაწერილი, მე კიდე უსახელო ნომრებს არ ვპასუხობ.
მშვიდად ამოვისუნთქე.

მერე ღამე მე დედას ვეხუტები, სიჩუმის დარღვევის მიზნით კითხვას ვსვავ, არასწორად არჩეულ კითხავს, ისევ ვერ ვსწავლობ გაჩუმებას, ამას მრავალი თემა მოყვება, ვუსმენ დედაჩემს და თავს კარგად ვგრძნობ სანამ ისევ ტყუილებზე დაიწყება საუბარი და ვხვდები რომ დღეს მე ისევ მწარედ მოვატყუე.
წამიერად ვფიქრობ, იქნებ მეთქვა?
ისე აშკარად სჯობს არ მოვიტყუო, ვიდრე მერე აღიარება დამჭირდეს. მაინც ვერ ვაღიარებ.

არადა რა კარგად მიდიოდა ჩვენი საუბარი, მშვიდი ვიყავი სანამ ისევ ამაზე ჩამოვარდებოდა სიტყვა.

2 ხდება, დედა საძინებლისკენ მიშვებს და ვფიქრობ რომ ის ძლიერი ქალია.
და მერე ციტირება მახსენდება წერილიდან.

"თქვენ ჭკვიანი და ძლიერი ქალი ხართ, ჩემთვის ნამდვილად მაგალითი"

რისთვის ვხარჯავ ამ სიტყვებს.

არადა რა საშინელებაა როცა ვგრძნობ რომ ეს წერილი ბევრს შეცვლის და კიდევ ახალი გაუგებრობა დაიწყება.
დღეს ანი მოვიდა სტატისტიკისთვის ინტერვიუს ჩამოსართვებად "როგორია იდეალური ქალი"
გავაფრენ, ყველაფერი მე რატო მემართება.
ისიევ შოკოლადს მივადგები.

Thursday, March 8, 2012




Changed my life
Every time you make a move you destroy my mind

მე ვერც კი აგიხსნი თავს როგორ უიმედოდ ვგრძნობ
მაპატიე ამ წუთიერი გადახვევისთვის.

"ერთადერთი რეალური რამ - არის არსება შენში - რომელიც მოკვდება"

ბავშვობა პატარა ჯოჯოხეთია, ბავშვები კი თვითმკვლელები არიან (ც) მაგას რა მნიშვნელობა აქვს

იცი ყოველ დღე სულ უფრო ცარიელი ვიღვიძებ
მაშინ კი როცა მეუობებოდი რომ მოკვდი მე მაინც მჯეროდა რომ შენ ყველაზე მეტად ცოცხლობდი.
ისიც მჯეროდა რომ ბევრს გააკეთებდი, უკვალოდ არ ჩაივლიდი.
მე მხოლოდ ცოტა სასმელი მაძლევს სითამამეს.
მე გულწრფელად შენზე ვფიქრობდი
და დღესაც როცა ხილს ვთლიდი შემთხვევით ჩემი ხელიც მივაყოლე და რამდენიმე წუთი გადაბმულად ვღნაოდი, მერე გავჩერდი და ტელეფონა როცა დარეკა და ზუსტად ის ნაწყვეტი რომ იყო სიმღირად უნებურად ისევ ავტირდი, ძლივს დამშვიდებული.

მე სულ მჯერა რომ ცოცხალი ხარ, შენ ბევრზე უფრო ცოხალი ხარ და მაშინაც როცა შენში იმ დანაკარგს ვხედავდი, რაც მე გამეცალა, მზიზღდებოდი.
შენთან ყველაზე მეტად ვგრძნობდი რომ უნიათო ვიყავი და სიტყვებიც "უმეცარი, უბედური": კიდევ უფრო მეტად  მახსენებდა თავს.
ვხედავდი მაგრამ  დღს ვერაფრით მზიზღდები.
ცუდია როცა ყოველი მოქმედება რაღაცას გახენებს,.
დრო რაღაცას მაინც ცვლის, მაგრამ მე დღეს არაფერი შემიძლია
გარდა უიმედოდ დაცდსა, თუმცა იმდენად ცარიელი ვარ იმასაც ვერ აგიხსნი რას ვუცდი.
მაპატიე ყველა ჩემი აზრგამოცლილი სიტყვა.

მე დღესაც ყველაფერი ასე მჯერა

Sunday, February 26, 2012

მივდივარ და ვეუბნები "რამე წამოგიღო?"
მერე თავს მადებს, ერთ სავარძლეში ვსხდებით და რამე სისულელეს ვუყურებთ.
სულელურ კომენტარებს ვაკეთებთ ნებისმიერ მოქმედებაზე და ტირილამდე ვიცინით.
მერე ჩემთვის ჩაის დაყენება ეზარება, თვითონ რძეს ვერ იტანს და ვსვავთ პაკეტის ჩაის და რძიან ყავას.
ყოველ კვირა ვაფრთხილებ ჩემთვის ტკივილგამაყუჩებლის წამოღბა არ დაავიწყდეს. "ნუ იჭყიპები"
წელზე მენთოლის გელს მისმევს და ლურჯ ქამარს მიკეთებს, თან ბუზღუნებს. მეც მეშლება ნერვები და ყვირილს ვიწყებ, ნეკნებთან საშინელ ტკივილს ვგრძნობ.
ნორმალურად ჭერის ჩამოწმენდაც აღარ შემიძლია, მძიმე ზურგჩანთზე არაფერი რომ არ ვთქვა.
ჩემი ახალი სკოლა იმ სახლთან ახლოსაა სადაც ვცხოვრობდი, გაკვეთილების შემდეგ მივდივარ და სასიამოვნო სუნს ვგრძნობ. ბოლო  ერთი კვირა სულ ახალ-ახალ რამეს მიმზადებს, თეფშებს მე ვრეცხავ და ვამტვრევ.
ის ერთადერთია ვისთანაც ბუნებრივად ტირილი გამომდის და სულაც არ მინდა გაუცხოება დამემართოს მითუმეტეს თვეში ერთხელ ყველას ორჯერ უფრო მეტად ვუღრენ.
დარწმუნებული ვარ, მას რომ რამე დაემართოს მეც აუცილებლად იგივე მომივა, ამიტომაც მინდა ბედნიერი იყოს.
ნააან, ზოგჯერ როგორ გინდა სხვა დანარჩენისგან დაიძინო და მხოლოდ რამდენიმე რამე დატოვო.
დღეს დილითაც სახლიდან მხნედ გავედი, უცბად კიბეებზე ჩარბენის დროს მუხლი რომ არ მომკეცვოდა და არ წავქცეულიყავი.  კარგი, ალბათ დამეჭიმა. რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ჩემ ერთ-ერთ საძულველ ობიექტს ართრიტი სჭირს, სულაც ძვლები დაულეწავს. მე ჩემი მიოზიტიც მეყოფა.
მარშუტკაში  -ინებეთ... გმადლობთ... ნახვამდის....
20 წუთი ქუჩაში ისევ გავიყინე მერე ანიც მოვიდა, არარსებულ კუნკურსზე გავიმარჯვეთ და უკან დაბრუნებისას ისევ  ის მძღოლი შემხვდა -ინებეთ... გმადლობთ... ნახვამდის + ღიმილი.
მე იცი ვაკვირდები როდესაც დავდივარ ქუჩაში, ვუყურებ ხალხის სახეებს, ვიზივარ იატაკზე, ვწერ დავალებას, ვხატავ, ვსვამ, ვუსმენ, ვაკეთებ და ა.შ ნებისმიერ დროს ხდება ასე.
 და ყოველ წუთში მორიგ ერთ ტკივილად მიღირს შორს გადადებული მოგონებების თავიდან გახსენება.
თუმცა ვალდებულებას (რატომ შემძულდა ეს სიტყვა ასე ძალიან) განვიციდ  გითხრა, კარგად ვარ.


ჩემ ამჟამინდელ საცხოვრებელში მისვლისას კარს ის მიღებს, ფაფას ჭამს, მერე სამზარეულოში გადის და რაღაცას აკეთებს, მე ჩემ ოთახში ვუკრავ და ვცდილობ ნოტები გავარჩიო.
ვუკრავ, ცუდად ვუკრავ მაგრამ მაინც.
მე ის ადრეც მიყვარდა მაგრამ ახლა სიგიჟემდე, უარესად ძლიერად, ყველაფერი ძალიან კარგადაა, იმდენად რომ მხოლოდ წვრილმანის გადმოცემას თუ შევძლებ და მე არ ვიტყუები მასთან.
ვიცდი როდის გაივლის იმიტომ ვიცდი რომ ვიცი გაივლის, წესით, მაგრამ ჯერ კიდევ  განუწყვეტლივ შიშს განვიცდი, რაღაცის ჩემით გაფუჭების შიშს.





Sunday, February 12, 2012

მინდა

ты еще спишь? - ჩემი რუსულის მასწავლებელი დღის ორ საათზე.
ასეც ხდება ხოლმე, გაყინულ მეტროში მარტო ჩაის და ძილს რომ ნატრობ.
პალტოს ჯიბეში შოკოლად ვპოულობ, დედა ყოველ დღე რომ მიტოვებს ერთი გაფრთხილებით, როცა იგრძნობ რომ გული მიგდის  ჭამე.

მე ხომ ყოველთვის რაღაც მინდა.








ჩემი ალბათ მომავალი ოთახი



  

















ხომ, მინდა ცოტა უფრო მეტ ქართველ ბიჭს უქრიდეს თავში ასე საინტერესოდ ამ ასაკში

Thursday, February 2, 2012

ყინავს

მომიკითხეს, ასეთ ნაბიჭვარ ადამიანს იშვიათად შეხვდები.
ვერ ვიტან დაკვირვებას.


http://www.youtube.com/watch?v=z8uIoQEtV_c
1. ბგერების სწორედ აღება არ ნიშნავს დაკვრას.
ღმერთო ჩემო რა საშინალდ ვუკრავ.
მრცხვენია, სჯობს შევეშვა. რამე ახალი სისულელით დავკავდე.

2. როცა თევზები ფსკერზე ცურვას იწყებენ კვდებიან.
მან ზედაპირზე ამოცურა და ისევ ცოცხალია.
საკუთარი თავის მრცხვენია, როგორ შეიძლება ასეთი რამე დამმართნოდა.
მეც რომ გადავესვი ვიღაცას 25 გრადუსიდან 18 გრადუსის ტემპერატურის წყალზე  შევწყვეტდი ცურვას.



ადამიანი იმდენად ძლიერია რომ მთის გადადგმაც შეუძლია.
საშინელებაა როცა გაუგებრობაში საკუთარ თავს დაკარგავ და სხვა ადამიანად იქცევი, უფრო მონსტრად.
რომელსაც ნორმალურად წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
ადვილია როცა თავს გაქცევით შველი, თუმცა ისევ ახლოს დგახარ და ისევ გწვდებიან.
მოკითხვას გითვლია. არა მართლა მეცინება.
სამი მეტრის რადიუსით როცა ვხედავ გული მერევა.

გადავიკარგები

Wednesday, January 25, 2012

უხასიათოდ.
მეც და ჰაინრიჰიც, ფსკერზე დაცურავს, თითქმის სულ სძინავს და ძალიან უხასიათოდაა.
არ მინდა რომ რამე დაემართოს, ხვალე გაღვიძებისაც მეშინია.
ნეტა კარგად იყოს
ვერ ვეხმარები

Tuesday, January 17, 2012



მეც რომ მენახა მაღლიდან გადმოფრენილი შერლოკი.... +7 თვე

თუმცა ახლა სხვა რამე უნდა მეთქვა. ამოვისუნთქებ, იმიტომ რომ გადამიარა თავზე მთელმა აღელვებამ, სპექტაკლებმა, ახალ-ახალმა მონოლოგებმა, ამათმა სიბრძნემ.
ჩაიარა სახლში სტუმრობებმა, ტირილმა და გულისაჩუყებამ.
საკუთარი თავის მრცხვენია. ადამიანი რაღაცას ითხოვდა, თან ტირილით.
მე ამ დროს იძულებული ვარ ოთახიდან გავიდე.
ტახტზე ვწვები, ბოლო ხმაზე ვიცინი, იქ რომ დავრჩენილიყავი შანსი არაა, თავს ვერ შევიკავებდი.
ანტო ბალიშს მაფარებს და თვითონაც იცინის.
ის ქალი მიდის, სახლში ჩხუბია.
არადა არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ ექნებოდათ.
ყველა ჯერ იბოღმება ჩემზე, ჩხუბობს, მერე ვეცოდები. ამდენი როგორ ავიტანე. ნწნწ..
ამის მოსმენის შემდეგ მეც საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობას განვიცდი.
ოკ, ვეცდენი ყველაფერი მოვაგვარო. ასე ხომ არ ინქება სულ.
არადა სულ ასე იქნება, ოდნავ შევამსუბუქებ.
ახალი პალტო ვიყიდე.
ახალი პალტოთი ახალ სკოლაში წავალ.

"ჩემ შვილზე ექსპერიმენტს ვერ ჩვატარებ" - დედა

გუშინწინ ახალ სკოლაში ვიყავით. კედლები ნაცრისფერია, დერეფნები უსაშველოდ გრძელი. ოთხი სართულია, კიბეები ორ წყებად არის, თითო წყებაში 13 საფეხურია. მეათე კლასი მეოთხე სართულზეა.
"დილის აერობიკა" - მეგობარი

რაც მთავარია ამ სკოლაში თბილა, შესაბამისად ვეცდები აღარ შემცივდეს.

ლევანი ჩამოვიდა. ყურებამდე ვიღიმი.
უკანასკნელი რამდენიმე დღე ისე ვცხოვრობ ან ვერ ვცხოვრობ, ან თუნდაც ვეღარ ვცხოვრობ როგორც მაშინ, როცა რაღაც ძალიან მაწუხებს.
არასოდეს არ მიცურავია აკვალანგით, არადა პროფესიონალები 70 მეტრის იქითაც კი ჩადიან. საშინლად მინდა როდესმე მეც ამ სიღრმემდე ჩავიდე.

ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ორ მეტრის სიშორით ჩაუარო გვერდით და უბრალოდ ვერ შეამჩნიო.
 მე კიდიევ ავტობუსში შევამჩნიე რომ ვიღაცას ის სუნამო ესხა რომელსაც იგი ხმარობს, გამახსენდა და მოემენატრა, ორი კვირაა ვერ ვხედავ. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ქუჩის ბოლოდან შევძლებ მის ცნობას.

ახლა კი არაფერი დამრჩენია იმის გარდა რომ მოვისმინო
"შენ არაფერი არ უნდა დამალო, შენ არ უნდა მოიტყუო, ყველას მეგობარს ნუ უწოდებ შეხედე რა გიქნეს, ის აქ აღარ მოვიდეს"

მე არ ვიტყუები, ან ბევრს ვიტყუებოდი და მეც მჯეროდა. ტყუილი - უბრალოდ შეიძლება ეს ასე ყოფილიყო, მეტი არაფერი.
არ ვმალავ, უბრალოდ არ ვამბობ.
და ხალხს ისედაც ვერ ვიტან, მით უმეტეს ჩემ სახლში.

და ამ ყველაფრის მერე მეკითხებიან რატომ დავიღალე.
მეც ვწვები ჩემ საწოლში, თავზე საბანს ვიფარებ და ვცდილობ რაც შეიძლება შორს, სხვა ადგილას წავიდე, წარმოსახვით მაინც.

ნააააააან

Wednesday, January 11, 2012

წაშლილი ფაილები

ლევანი რომ მოვიდა, როგორც ყოველთვის, უნალექო ყავა დავახვედრე. ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ჩვეულებრივი შემთხვევა იყო, თუმცა ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ ლევანმა გამომხედა და მითხრა არაფერი ეშველებაო.
არ ვიცი, ალბათ ფერი დამეკარგა და მოსასულიერებელი გავხიდი.

მაშინ ჯერ კდიევ არ ვიცოდი რომ საჭირო, აუცილებელი ფაილები დისკზე უნდა გადამეტანა და ცალკე შემენახა.  ახლა ეგერე ვიქცევი.

მხოლოდ ნაწყვეტ- ნაწყვეტ მახსოვს, არც ისე საჭირო რამეები. მაგალითად რა სურათი მქონდა დესკტოპზე დაყენებული, რა ერქვათ ფოლდერებს და მსგავსი.

არადა ბევრი საყვარელი ვიდეო, ფილმი, სურათი დავკარგე. დავკარგე ის ლინკები, ოპერის ფავორიტებში რომ მქონდა დამახსოვრებული.

დავკარგე ფოლდერი რომელსაც "ჟირაფები" ერქვა და 200 სურათი მქონდა, ასევე "art" რომელშიც 25მდე საყვარელი ფოტოგრაფის ნამუშავების კრებული მქონდა შენახული.
ყველაფერი ზედემტად დალაგებული იყო, ერთი ნაკლით.

დღეს ნელ-ნელა ვიხსენებ ან მახსენდება.
ამასწინათ ის ვიდეო ვიპოვე რომელსაც 1 წლის წინ ალაბთ ყოველდღე ვუყურებდი.
სიმღერა რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩული იყო.
რამდენიმე დღის წინ ვნახე კურდღელი დესკტოპისთვის და ის ფოტო გამახსენდა, იასამნისფერ ფონზე.
გუშინ ხელები ვნახე და ის ხელები გამახსენდა, დიდი ხელისგულით, თითქოს მშრალი, ფერმკრთალი, ნატიფი (იმ დროს აუცილებლად ვიხმარიდი ამ სიტყვას, ძალიან ატეხილი მქოდნა) თითებით.

დამეკარგა ის ფოლდერიც რომელშიც ალბათ 50მედე ფოტო იყო.

დღეს უკვე ბუნდოვნად მახსოვს იქ რას ვინახავდი

Monday, January 9, 2012

shelock

ბენედიქტი...ბენედიქტი.
უკვე შეეჩვივნენ და მორჩილად იტანენ, თვენახევრის განამვლობაში, ყოველ კვირა ყვირილს "მეღირსა, გამოვიდა"



















ბედნიერი მომენტი, როცა რთულ საქმეს ხსნის.

რამდენიმე წლის წინანდელი განცდები მიბრუნდება. :)

Monday, January 2, 2012

ახალი წელი

ვსვამ
ხვალ ამ ნაწერის შემრცხვება.
არასოდეს მითქვამს რომ ახალ წელზე და ფეიერვერკზე ვგიჟდები? არაუშავს ახლა ხომ ვთქვი.  ახალ წელს ხალხი ორად იყოფა. ზოგი თვლის რომ ეს ჩვეულებრივი დღა, ზოგიც ამ დღისთვის საგულდაგულოდ ემზადება ახალი ცხოვრების დასაწყებად, ჩემი ნარკომანი მეგობრაი გადაგდებას აპირებს
წელს პირველად არ შევხვდი სახლში, მაღალსართულიანი სახლის სახურავზე ვიდექი და ვუყურებდი როგორ აფეთქებდნენ.
ვგიჟდები ფეირვერკზე, ახალიწ ელი მარტო მაგიტომაც ღირს.
წეღან წავიქეცი და სკამის საზურგეს კეფა დავარტყი.
ბოლოს მგონი ორი წლის წინ დავლიე ასე.
რიცხვიც მახსოვს, უბრალოდ არ ვიტყვი, მრცხვენია.
მეძინება
Here I am a rabbit hearted girl , ხომ ხომ ძალიან მშიშარა ვარ.
ნეტა ხვალ თავი არ მეტკინოს.
როგორ მინდა ყველაფერი მოგიყვე, მართლა ძლიან მინდა.