Friday, December 20, 2013

უკვე რახანია მინდა რაღაც გითხრა, მხოლოდ ერთი ფრაზით.
მაგრამ არ შემიძლია.
ყელში მეჩხირება.
ამიტომ გთხოვ, შენით მიმიხვდი. კიდევ ერთხელ.
იქნებ ამის შემდეგ მაინც მეგონოს, რომ აღარ ვიხრჩობი.

Friday, December 6, 2013

.

საათი დავამტვრიე.
ეს პირველი საათი არ იყო რომელიც დავამტვრიე.
მე ხომ ხშირად ვამტვრევ საათებს.

არ ვიცი აქ რატომ ვწერ. ზუსტად არ ვიცი რა დამოკიდებულება მაქვს დროისა და მოგონებების მიმართ.
იქნებ ახლავე სჯობს რომ გავჩერდე.
თუ  არა
პრინციპში ეს ხომ ჩემი ბლოგია.

#1
რამდენიმე კვირის წინ ჩემი ყოფილი მეგობარი შემხვდა ქუჩაში. ორ წელზე მეტია რაც მასთან არ მილაპარაკია. ამის სურვილი არ მქონია. არაფერს არ ვგრძნობ. არ ვიცი, მას შეიძლება ჩემი გამწარება კიდევ უნდა. მაგრამ ახლა ხომ ვხვდები რომ ეს უბრალო და უაზრო თამაშია. მითუმეტეს არასერიოზული. საერთოდ ალბათ ყველა თამაში არასერიოზულია.
მარტო მეცოდება, იმიტომ კი არა რომ არასერიოზულია (მასზე უფრო სასაცილო ალბათ მე ვარ), უბრალოდ არ მემეტება. მართლა არავინ არ მემეტება ამისთვის.
ხუთ წუთი ვისაუბრეთ და საშინლად ცუდად გამომივიდოდა ჩემი დერმატოლოგის ნომერი რომ მიმეცა.
როდესმე თვითონაც მიაგნებს.

#2
მანგლისში დედაჩემმა მითხრა რომ ადამიანები ერთ მდინარეში ორჯერ  არასდროს შედიან.
ერთი კვირის წინ კი ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა გამიმხილა, რომ თავის მოკვლას აპირებს. ამ შემთხვევაში ის ჩემთან ახლოსაა და მეც თითქმის ყოველდღე ვხედავ. მე მინდა რომ მან გადაიფიქროს. ძალიან მინდა. თუმცა ასეთ დროს ჩემნაირ ადამიანებს, სამწუხაროდ, არაფერი გამოსდით.

#3
ჩემი ბონსაი ხმება. ბოლო ორი კვირაა ვცდილობ რომ ვუშველო და შედეგი არ აქვს. მითხრეს რომ რაღაც თეთრი ტკიპა გაუჩნდა, მაგრამ წამალი არ მოქმედებს. გული საშინლად მწყდება.

#4
04.12.13
ჩემი ახალი დიაგნოზი. მე ვისწავლე რომ ნებისმიერი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი თუ იმკურნალებ :)
მხოლოდ ბოროტი ბოღმები იტანჯებია დიდხანს :)


მორჩა.
ერთი წლის შემდეგ ალბათ კიდევ 4 საათი შემომელეწება.  ისე ბოლო შემთხვევა ყველაზე საინტერესო იყო. სახრახნისი მოვიტანე, სახურავი ავხადე და შემდეგ იმავე სახრახნისის ტარით დავამტვრიე.
ხომ
ალბათ ჩემ ყოფილ მეგობარას ისევ ექნება იგივე პრობლემები და მე ისევ ჩემეცოდება.
დიდი იმედი მაქვს ჩემი ნაცნობი ცოცხალი იქნება, ვინმე ახალ ბონსაის მაჩუქებს, წამლები კი გაჭრის.

ადამიანები ჩემ გარშემო ხედავენ
ყველაფერი კარგადაა :)