Thursday, December 15, 2011

რამდენიმე დღე (მოვბრუნების პერიოდი)

მგონი წინაზე რამდენიმე საათი დამჭირდა, რაც უფრო ვიზრდები მით უფრო იწელება

Thursday, December 8, 2011

вы будете здесь а я пойду к черту!

უკანაკნელი დღეები სულ რაღაცას ვამტკიცებ.
ყველა არასაჭირო ადამიანი ჩამომშორდა, ან მე ვაიძულე.
ახლა გაცილებით უკეთ ვარ, დანარჩენები ჯერ კიდევ გვერდით არიან. უმრავლესობა მოვალეობის მოხიდს მიზნით და კიდევ იმ მიზეზით რომ საერთოდ არ მიცნობენ. კიდევ კარგი რამდენიმე მაინც შემომრჩა ისეთი რომელიც ხვდება როდის რა უნდა თქვას და გამმუხტოს.
საკუთარ თავზე მეღიმება, რატომ მინდოდა გამუდმებით ვიღაცას შევცოდებოდი და ყურადღბა მოექცია. ახლა როცა მაქცევენ მზად ვარ ვიყვირო. თან რამხელაზე შემიძლია ყვირილი. არც კი მეგონა ამხელა ხმა თუ მქონდა.
"ცოტა ხანი მაცადეთ" ან კიდევ "მალე ისე იქნება როგორც ადრე იყო"
არ მიჯერებენ, ჰქგონიათ რომ პრობლემები მხოლოდ 4-5 თვეა რაც დამეწყო. ადგილი მაინც მქონდეს დავიტევდი. ასე მალე როგორ შევეჩვიო, ან რანაირად მოვითმინო, ყველაფერი ამერია.
ახლა ასმაგად მიაწერენ ამ ყველაფერს ჩემს "რთულ" ხასიათს. მაგათ რთული ხასიათის ადამიანები მგონი არ ჰყავთ ნანახი.
მგონი ამ უკანასკნელი დღეების მანძილზე პირვეალად დავიბოღმე ასე.
ხვალიდან სახლიდან ფეხს არ გადვდგამ, აღარც იმას მტკიცებას დავიწყებ რომ მხოლოდ ბიჭები მომწონს. დავიკიდებ გამართულ სპეკტაკლებსაც, ნდობის დაკარგვასაც და არასაჭირო მონოლოგებს, ერთი ტექსტით მაგრამ სხვადასხვა ადამიანებით.
ცოტა ხნით სახლიდან გადავსახლდები, ვიქნები ჩემთვის წყნარად და მშვიდად.
აღარავინ აღარ ჩაერევა ჩემ საქმეში და ბრძნულ რჩვებსაც არ მოვისმენ.
მიკვირს თურმე რამდენი კეთილიმრჩველი მყოლია. ზურგს უკან თუ გჭორავენ ე.ი. შენ მათზე წინ ხარ, იეჭვეს ე.ი. საბაბი ჰქონდათ.
კარგით, შევღონდი.
ვერც კი ხვდებიან ამ საშინელ მომენტში როგორ მტკენენ. იმის მაგივრად რომ ცოტა ხნით ამ ყოფით უბედურებებს, ხალხის აზრს შეეშვან და ცოტა უფრო ახლოს მოვიდნენ.

მწვანე ჩაის მიკრძალავენ, აბა 3 წლიან მკურნალობას წყალში ხომ არ ჩყრიან. ვსვა მერე ცხელი შოკოლად ტალახის გემოთი.
ნეტა თავს დამანებებდნენ. მძულს ხალხი. მეზიზღბა.
ამოვანთხიე

Friday, November 25, 2011

ნოემბერი

ყველა წესით და რიგის დაცვით ახლა რუსულზე უნდა ვიყო, მერე ცურვაზე უნდა მივდიოდე.
დასანანია რომ გავცვდი.
ლევანი შემოდის, ხედავს ჟოლოს ღვეზელებს როგორ ვჭამ და მეუბნება რომ ადამიანი ჩარჩოებში არ უნდა მოექცეს.



ჩაის ვსვავ თაფლით/ცვილით :)
რაღაც უინტერესო წიგნს ვკითხულობ.
ჰაინრიჰს რომ ვუყურებ ჩემი თავი მახსენდება, რომ მცივა და გამათბობელს ვარ მიყრდნობილი.



ახლაც მცივა და არ ვთბები, აქ ჯდომა მირჩვნია და გარეთ ყურება
ქუჩაში წითურ ადამიანებს რომ ვხედავ სულ ის მახსენდება და გული მწყდება.
წამართვეს და შემომეცალნენ

Sunday, November 13, 2011

ხმა

წეღან კარადა გამოვაღე და ვიგრძენი როგორ გადამემსხვრა ფეხზე ნახევარლიტრიანი შუშის ბოთლი. რამდენიმე წამი ვუცდიდი როდის გაქრებოდა ჩემი ფეხი. მერე ამიაკის სუნი ვიგრძენი, კარადაში შევიხედე და გოგირდმაჟვა თავის ადგილას იყო. ამოვისუნთქე და კინაღამ დავიხრჩე.
რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრის კიბეეზე დავგორდი, ფეხი ახლაც მტკივა.
ნამცხვარი ისევ არ იჭმევა. და ტესტირების დროს ყოველთვის ის მხვდება რაც არ ვიცი.
ყველაფერი ძველებურადაა, ანდაც არა.
ნოემბერში თოვლი ვინმეს ახსოვს? მე არა. არც თოვლი არც ასეთი ქარი და არც სიცივე.
გარეთ ისეა ყველაფერი მოწყობილი რომ ღამე ძილიც კი ჭირს.
ასე ბავშვობაში მემართებოდა, ისიც მარტში, ქუჩაზე კატები რომ მრავლდებოდნენ და კნაოდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ პიდაპირ ჩემი ფანჯრების წინ პატარა ბავშვები იყვნენ და ტიროდნენ. მერე დედა მაწყნარებდა ხოლმე.
დედას გუშინდელზეც მოვუყევი და შეეშინდა, მითხრა რომ გადავიღალე.
გუშინ ზუსტად ის დღე იყო, ის ადგილი. მშვიდად ვჯღაპნიდი რაღაცებს, უცებ ისეთი ქარი ამოვარდა რომ ფანჯრებში გაატანა, ისეთი შეგრძნება მქონდა მინები ჩიმტვრეოდა. აქამდე ასეთი ქარი არასდროს მინახავს, დავრწმუნდი და დავიჯერე რომ "ქარი კივის" ჩვეულებრივი შეთანხმება არ იყო.
ასეთი არაამქვეყნიური ხმა პირველად გავიგე, შეიძლება უბრალოდ დათრგუნული ვიყავი. არ ვიცი ვერ ვვხდები. რატომღაც ძალიან მომინდა რომ ფანჯრები გამეღო და მგონი ის პირვეად გავლანძღე "რატომ არის ფანჯარა დალურსმული ლევან..!" მერე სულ სხვა რაღაცა გამახსენდა. როგორ მიშლიდნენ ფანჯარაში დაჯდომას მარტო.
და მგონი პირველად გავხდი ასე მარტო ერთი, იმ ღმეს.
ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, მგონი ყველა და ყველაფერი დავადანაშაულე ჩემს გარდა.
შუა ღამეს მის გვერდზე ოთახში ვცადე დაძინება და გარკვევით მესმოდა ცარიელ ოთახში როგორ მოძრაობდა ბორბლებიანი სკამი, მერე წაროვიდგინე რომ იქ ყველაფერი ღია და ნათლი იყო.მერე კიდევ ათასი სისულელე იყო. სურვილი გამიჩნდა შუქი ამენთო და ყველაფერი მომეყოლა, ვინმესთვის მაინც. მაგრამ მუდმივად ერთ რამეს ვიგებ "შენ გადაიღალე."
მე მართლა ძალიან გადავიღალე და ძალიან გავიყინე იმ ღამით.
საბანი გადავიფარე.
პრინციპში აქ გონება არაფერ შუაშია, რეფლექსურად სხვა რაღაცაზე დავიწყე ფიქრი და დავმშვიდდი.
გამთნიისას იმ ოთაში შევედი და დავინახე როგორ ეძინა კატას იმ ბორბლებიან სავარძელზე.
დილით ჩაიმაც ბოლომდე არ მიშველა.
გონებით მუდმივად სადღაც სხვაგან ვარ და ვერაფერს ვერ ვახერხებ.
იმაზე ფიქრიც მაშინებს, დღეს კვირა მთავრდება და ხვალ ორშაბათია მე კიდევ ასეთი განწყობა მაქვს.

Tuesday, November 1, 2011

ოოო |(
ესე არ მინდა, მომბეზრდა

Saturday, October 22, 2011

მე ზუსტად ის ადამიანი ვარ რომელიც სხვის გარშე იძირება.
და ახლა მე ვიღვიძებ ყოველ დილით, ვსვამ ჩაის,და დიდი სურვილი მაქვს თავი მშვიდად მოვაჩვენო. აღარაფერი აღარ მღლის და იქ სადაც ყოველთვის მივდიდოდი დღეს უბრალოდ აღარ მივიდივარ.

რა ცარიელი ვარ : )

დღის გამნავლობაში ათასობით ადამიანს ვხვდები, ვწერ საქველმოქმედო აქციის გეგმებს, ვესაუბრები ხალხს, ვზვივარ რეპეტიტორთან, ვუსმენ მრავალი ადამიანი ბოდვას. და სულ, გამუდმებით ვიღიმი : ) მაშინაც კი როცა მარტო ვრჩები, მაშინაც ვიღიმი .
ადრე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ასე ჩემნაირად ჩაძირულ ადამიანს.
ასეც შეიძლება გტკიოდეს
გავწამდი
დავიტანჯე
არაფერია, იმაზე საშინელი ასეთ დროს როცა გეუბნებიან რომ უყვარხართ.
ასეთ დროს, უბრალოდ უნდა ადგე და მიატოვო.
ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.
შეიძლება ახალა მეჩვენება, სულაც არ ვარ აქ და სულაც არაფერს არ ვწერ.
მეშინია, იმიტომ კი არა რომ მხდალი ვარ
უბრალოდ, ან ვერ წარმომიდგენია, მაშინაც კი როცა ბოლომდე ჩაძირვას გადავწყვეტ...ან მაგასაც არანაირი მნიშველობა არ აქვს, ახლა მაინც

Friday, October 7, 2011

ჩემი ადგილების მსგავსი პოსტი

სათაურის მაგივრად შეიძლება ყოფილიყო პოზიტიური ამბავი, მაგრამ გამახსენდა რომ მაგ სიტყვას ვერ ვიტან, ანდაც - მე, მხატვრობა და მუსიკა, ან მე და ხელოვნება.

მე ახლა მცალია, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მე კიდევ ოთახში ვარ გამოკეტილი და საყვარელ მუსიკას ვუსმენ : )
შუძლებელია ადამიანს მუსიკა არ უყვარდეს, მე მაგალითად ღრმა ბავშვობიდან შევეჩვიე, უფროსწორად შემაჩვიეს.
მაშინ თბილისი ჯერ კიდევ უშუქო ქალაქი იყო, კარგად მახსოვს ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში დედაჩემი ანტოს როგორ ტანჯავდა და დაკვრაში ავარჯიშებდა. ანტოს გამოსვლებიც მახსოვს, არ ყოფილა შემთხვევა სწორად დაეკრა, ყოველთვის რაღაც ეშლებოდა, იგივე ნოტების გამეორება უწევდა.
მე კიდევ როგორ მინოდა დაკვრა მესწავლა.
ეს იგივეა, ყოველ წელს რომ ვამბობ დილაობით ვივარჯიშებ მეთქი, უკვე 2 წელია ვიმუქრები რომ დაკვრას ვისწავლი.
ჯერ კიდევ პატარა ვიყავი მუსიკის მოსმენა რომ დავიწყე, თუმცა უფრო ძლიერი შეგრძნებები ბოლო რამდენიმე წელია რაც გამიჩნდა.

არსებობს მუსიკა რომელსაც ყოველდღე ვუსმენ,
არსებობს ფრაზები რომელიც რამდენიმე საყვარელი სიმღრიდან არის, მერე ამეკვიატება და მთელი დღე სულ ეგ მიტრიალებს.
არსებობს ერთადერთი მელოდია რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვუსმენ, იმიტომ კი არა რომ მგონია გაუბრალოვდება, უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მაგას რომ ვუსმენ, აუცილელად მარტო უნდა ვიყო, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც დიდი წნევის ძალით მაწყვება და მყინავს, კულმინაციას რომ აღწევს ვთბები ხოლმე.

მაშინაც როცა არეული ვარ, ვუსმენ. ან არარსებული, ჩაუწერელი მელოდია მიტრიალებს თავში, რომელიც რამდენიმე ჩემი საყვარელი სიმღერის მსგავსია.

ახლაც, ჩემს საწოლზე ვზივარ, გვერდზე მწვანე ჩაი მიდევს, იმას ვუსმენ რაც მინდა და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს ვუყურებ, რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, უბრალოდ მუდმივად რაღაცას მახსენებს.
და საერთოდ როცა რამე კარგს ვუყურებ თვალი მიშტერდება.
ალბათ ამიტომაც შევეჩვიე იმ ხიდზე დგომას.
ნახატები რთული შესაქმნელია, თანაც ისეთი ნახატები რომელიც მე მიყვარს.
მძულს ზედმეტად დალაგებული, მკვდარი პეიზაჟები. არანაირ განწყობას არ მიქმნის.
არსებობს სურათი რომელსაც ყოველთვის სხვადასხვა თვალით ვუყურებ.

(ზოგჯერ ვფიქრობ მხატვრობაზე უფრო ბევრი ყბედობა შემიძლია თუ მუსიკაზე)
საშინელებაა, ჯანდაბას, სმენა არ მაქვს. რა იქნებოდა ხატვა მაინც შემძლებოდა. პატარა რომ ვიყავი მუდმივად ვხატავდი, ოღონდ ხელებით, ნათელი ფერებით და ჩემი ნახატი მაინც მუდმივად ჩამუქებული და არეული გამოდიოდა, მერე ძირითაად ყრიდნენ ხოლმე, ან დედაჩემი ინახავდა.
ჩემი ნახატი ლამაზია, თან ჩემია.
როგორი იქნება ან არასოდეს არ იქნება ის.
ხომ... ახლა წარმოსახვაში ვქმნი „შედევრებს.“ ...როცა იცი როგორიც უნდა იყოს და ვერ ხატავ.



ვერ ვიტან ზუსტ მეცნიერებებს, მხატვრობა ჰგავს, ყველა დეტალი ყოველთვის მნიშვნელოვანია.
ჩემ კედელზე ჩამოსაკიდ ნახატზე ბავშვია, ოღონდაც მუქ ფონზე მდგარი ბავშვი.
ის მხოლოდ წელზევით ჩანს.
ღია ცისფერი, ძველი ზედატანი აცვია. გაყვითლებული, წვრილი მაქმანებით გაწყობილი.
მისი თმა მხრებამდეა, რა თქმა უნდა დასავარცხნი.
დიდი თვალები უნდა ჰქონდეს. დიიდი ყავისფერი თვალები, წამწამების ნაცვლად კი უფრო დიდი ლურჯი პეპლის გაშლილი ფრთები ექნება.
და რა არის ჩემნაირი უნიათოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი : ) მისი ხელები ისეთი იქნებდა როგორიც უნდა იყოს. ის ხომ ასეთი საჭიროა. წინ გამოწვდილი, დაღლილი.
მესმის, სისულელეა გონებაში რაღაცის შექმნა და მერე ფიქრი, ვხვდები რომ უაზრობაა.





პერსევერაცია მჭირს : )
ხშირად რასაც ივიწყებ მერე ის მთლი ცხოვრება გაკლია.
კიდევ კარგი დავიწყება არ შემიძლია.
თან რა კარგ ხასიათზე ვარ, პირდაპირ ცხოვრება მიხარია |(
ახლა წავალ

Sunday, October 2, 2011

It's absolutely gloomy sunday...

დღეს შემოდგომის მეორე თვის მეორე დღეა.
თანაც კვირა.
ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვერ ვერ ვხვდები რატომ ვფიქრობ ამაზე ამდენს.



ვრჩები..
უნდა წავიდე : )

Tuesday, September 20, 2011

"ცუდი კი არა საშინელი ხარ"

ახლა ჩაის ვსვავ, ბევრი ლიმონით და თაფლით.
პატარაობიდან ასეა, მხოლოდ 2 დღე მივდიოდი სკოლაში, შემდეგ 1 კვირა სახლში ვმკურნალობდი.
მინდა იმაზე დავწერო, თუმცა მხოლოდ ყოფითზე ვსაუბრობ, იმაზე რომ თავი ძალიან მტკივა, რომ გავცივდი და ყველაზე საშინელი ამ ჩაის პროვოკაციის დალევაა.
არ მინდა  გახსენება, ისედაც მახსოვს.
არც დამძიმება მინდა, ისედაც თავი მისკდება.
როცა რაღცა მენატრება უბროლოდ ორიგამებს ვაკეთებ, ან იმ იაპონელ მწერალს ვკითხულობ.
ან მასობრივად გაყავისფერებას ვცდილობ.




(ხომ, ვჩრდები. ჩემი მაგიდა აივსო ქაღალდებით, ეს უბრალოდ მგონი ყველაზე წესიერია, მეამე ცდის მერე იქ გავჭერი სადაც საჭირო იყო)
არადა არ ვაპირებდი ბევრის დაწერას,  სიცხის ბრალია  და ალბათ ვერ ავიტანე.

Monday, August 29, 2011

1..2..

მეღირსა > დასვენება...
ყველაფერი იმით დაიწყო
წყნარი ადგილის პოვნა თითქმის შეუძლებელია, თან ისეთი იმდროინდელ ხასიათშიც რომ ჯდება.
გზა სულ იწელება, განსაკუთრებით ის გზა რომელიც მე გამოვიარე.
ყოველ 5 წუთში ერთხელ:
-ან, აქ ამოვყირავდით? აქ მოვკვდი კინაღამ? რა არა, ზუსტად მახსოვს აქ იყო
ვერ ვიტან მანგლისს, ვერც გარშემო ტერიტორიას სულ ის ღამე მახსენდება და მაინც - ვერ ავცდი ახლოს ყოფნას
ჩანასახშივე, უკვე მერამდენეჯერ, მოკვდა ჩემი სურვილი ჯანმრთელი ცხოვრების წესით მეცხოვრა. მაგალითად ყოველ დღე მევარჯიშა, სწორედ მეკვება.
ნწ, არაფერი გამოდის.
მიუხედავად იმისა რომ სპორტ-კომპლექსი იყო, ვერც კი ვიცურავე, ყოველშემთხვევაში მაშინ.

Tuesday, July 19, 2011

მეღირსა

Не дай мне бог сойти с ума.
ურაა
ნამდვიალად პატივს ვცემ იმ ხალხს მიზეზის მოცემა რომ შეუძლიათ, ცუდი/კარგი ხასიათის მიზეზის მოცემა.
ამათ გარეშე იმაზე უფრო საშინელი ასატანი ვიქნებოდი.
არადა ყოველთვის არსებობს თითქოს მიზეზი, მართალია, უმეტესად ვერ ვხვდები მარა მაინც.
“დედა ნახე რა კარგი რაღაცა დავხატე“
ადრე სახლში მარტო რომ ვრჩებოდი ცუდი შეგრძნება მქონდა, ახლა მგონი უფრო ცუდი მაქვს, მაგრამ იუმორით ვუყურებ. გამიმართლა სულ რაღაც 3 გაჩერების იქით არის სწრაფი კვების ობიექტი.
კიდევ საშინელია რომ არ იცი დალაგება რითი დაიწყო, კიდევ რეჟიმის შეცვლა, რამდენი მაისური გავაფუჭე.
ხომდა მეღირსა ის ნანატრი წამი როდესაც ამ სახლსაც მოვცილდები.



...და ამოვისუნთქებ.
კარგი შეგრძნებაა.
ახლა წარმოვიდგინე იმდენი რომ ვიწუწუნო რამდენიც მინდა...
გამიმართლა, შეიძლება ჩემი ოცნების ნახატს ვეღირსო 10-15 წელიწადში, დახვეწავს მანამდე, ალბათ.


ჰანსი კარგადაა, ყოველდღე ერთად ვსაუზმობთ, ისე აღარ ეშინია, მოვლაც არაა რთულია (მზე)

Thursday, July 14, 2011

რაღაც

ნევროპათოლოგებს ყველა ავადმყოფი ჰგონიათ.
ანტიდეპრესანტები მხოლოდ გთენთავს, მაგრამ მაინც ვერ არკვევ შენ მდგომარეობას.
ფსიქოლოგები ბევრს ლაპარაკობენ, იმდენს რომ გაშტერებენ და მათგან იმდენად დაღლილი მოდიხარ რომ მერე დასვენებაც გიჭირს.
ჯერ ისევ პატარა ვარ, ნამდვილად ასეა. მგონი ვხვდები რატომაც ხდება ასე...
დედაჩემი ნამდვილად ბევრს მიძლებს.
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ შვილი თუ მეყოლება ჩემნაირი არ უნდა იყოს.

Sunday, July 10, 2011

ჩემი ადგილები

ზუსტად არ მახსოვს, მგონი შაბათ დილას ჩვეულებრივზე გაცილებით
ადრე ავდექი. ჩაი დავაყენე, მერე ჩანთა მოვძებნე, ტანსაცმელი ჩავალაგე და კარებისკენ წავედი. მარტო მაშინ გამახსენდა რომ მგონი 4-5 დღე იყო რაც სახლიდან არ გავსულიყავი. მოვბრუნდი, ჩაი დავლიე და იმაზე ფიქრი დავიწყე, რომ სულაც არ არის ნორმალური დღე-ღამეში 16-17 საათზე მეტი გეძინოს, არც ის რომ დანაჩენი დრო კითხვში, რამის ყურებასა და ორიგამების კეთაბაში გაიყვანო.

Wednesday, July 6, 2011

მე დამესიზმრა, რომ მეძინა

მე დამესიზმრა, რომ მეძინა. მაგრამ მე სულაც არ მეშლება, მე ხომ ვიცოდი, რომ გამეღვიძა მანამდე, სანამ გავიგებდი რომ მეძინა, გავიხსენებდი. მაგრამ მე ესეც არ მეშლება, მანამდე ძილს არ მივეცემოდი და ძილში არ გავიხსენებდი, რომ ეს-ეს არის გამომეღვიძა და რომ აქამდე დამესიზმრა, თითქოს მეძინა. სანამ არაფერს არ ვერწმუნე და არ ვიკბინე ხელზე და ჩემ თავს არ შევეკითხე: მე ვიკბინე ხელზე ნამდვილად თუ დამესიზმრა რომ ვიკბინე, რადგან ვერადა ვერ გამიგია, მე ნამდვილად გამომეღვიძა თუ ისევ მძინავს და მესიზმრება, რომ წარმეკვეთა სასოება მე იმის გამო რომ ვერ გავიგე, ნადვილად მძინავს , თუ მე მხოლოდ... თუ იმის გამო...
  ასე იცვლება ძილ-ღვიძილი კვლავ უძილობით, ასე გამორბის თავდავიწყება და ასე ველტვი სულის სიმშვიდეს, რაც სულ არ არის სულის სიმშვიდე, ასე ვესწრაფი სულის სიფხიზლეს, რაც სულ არ არის სულის სიფხიზლე, უკიდურესად ვარ დაძაბული და ბეწვის ხიდზე სიარულის ვერ შემძლებელი, მე გადავდივარ ბეწვის ხიდზე ათიათასჯერ, უკუნ ღამეში, რომ გრძელდება, ვით საუკუნე და ბნელში ისე მიეშირება, არ უჩანს ბოლო და დასასრული.
ანრი მიშო

უკვე თითქმის კვირა- ნახევარია რაც ღამის 5 საათზე მეღვიძება, ვერც ძილს ვაგრძელებ და არც ადგომის სურვილი მაქვს..დავიღალე