Sunday, January 19, 2014

"ვინ ვარ მე?" არის ყველაზე ყლეობა კითხვა რაც კი შეუძლია ადამიანმა  დაუსვას საკუთარ თავს.

Friday, January 17, 2014

Thursday, January 9, 2014

დღეს მივხვდი პირველად, როცა ვიტყუები, თითქოს თავს უხერხულად ვგრძნობ და რაღაც მაწუხებს

Thursday, January 2, 2014

რატომ ვერ ვიტან ქართულ ფილმებს

მე მიყვარს თეატრი. ადრე ვგიჟდებოდი თეატრზე, ახლა მხოლოდ მიყვარს.

ხომ, არასწორი დასაწყისია.

ის უნდა დავწერო, რატომ ვერ ვიტან ქართულ ფილმებს. ახალ ქართულ ფილმებს.
1. არასაკმარისი ბიუჯეტი (მაგრამ მცირე ბიუჯეტითაც ხომ შეიძლება კარგი ფილმის გადაღება).
2. გაცვეთილი სცენარი ( ომი, ქუჩის პასაჟები და ა.შ. ხალხს მაინც მოსწონს ეს თემატიკა)
3. კადრები (ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამოყვარულო ვიდეოკამერით იღებენ)
4. მუსიკალური გაფომება (პრინციპში ეგ თუ არ მომეწონა, ფილმს საერთოდ არ ვუყურებ)

..............................

არ მიყვარს ასე დაქუცმაცება
#მსახიობები
ქართველი მსახიობები ფილმში ისე თამაშობენ, როგორ თეატრის სცენაზე.
მე აღფრთოვანებული ვიყავი სპექტაკლით, სადაც მას მთავარი როლი ჰქონდა. მაგრამ როცა ეკრანზე დავინახე, უბრალოდ გადავრთე.

სიმართლეც უნდა ვთქვა :sun:
არსებობენ გენიოსები.
მაგალითად ინგილისის თეატრის მსახიობები. მე დღესაც სუნთქვა მიჩრდება როცა ენდრიუ სკოტის სახეს ვიხსენებ. ადამიანმა წამის მეასედებში ისე მოახერხა მიმიკის შეცვლა, რომ ყველაზე მორწმუნეც კი დაეჭვდა.
ქართულ ფილმებს რომ ვუყურებ კი სურვილი მიჩნდება მსახიობებს საყელოში ხელი ჩავავლო და ვუყვირო რომ ასე გაკეთება არ შეიძლება.

ყველაფერი ეს კი საკმარისი მიზეზია, ქართულ ფილმებს საერთოდ რომ არ ვუყურო.
:)

.............................

მაბიძგებელი ძალა მესამე სეზონის პირველი სერიის ნახვაა.
ხომ, ახალი წელი ამითაც შეიძლება მიხაროდეს.

http://uemocio.blogspot.com/2012/01/shelock.html