Wednesday, January 11, 2012

წაშლილი ფაილები

ლევანი რომ მოვიდა, როგორც ყოველთვის, უნალექო ყავა დავახვედრე. ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ჩვეულებრივი შემთხვევა იყო, თუმცა ერთსაათიანი მუშაობის შემდეგ ლევანმა გამომხედა და მითხრა არაფერი ეშველებაო.
არ ვიცი, ალბათ ფერი დამეკარგა და მოსასულიერებელი გავხიდი.

მაშინ ჯერ კდიევ არ ვიცოდი რომ საჭირო, აუცილებელი ფაილები დისკზე უნდა გადამეტანა და ცალკე შემენახა.  ახლა ეგერე ვიქცევი.

მხოლოდ ნაწყვეტ- ნაწყვეტ მახსოვს, არც ისე საჭირო რამეები. მაგალითად რა სურათი მქონდა დესკტოპზე დაყენებული, რა ერქვათ ფოლდერებს და მსგავსი.

არადა ბევრი საყვარელი ვიდეო, ფილმი, სურათი დავკარგე. დავკარგე ის ლინკები, ოპერის ფავორიტებში რომ მქონდა დამახსოვრებული.

დავკარგე ფოლდერი რომელსაც "ჟირაფები" ერქვა და 200 სურათი მქონდა, ასევე "art" რომელშიც 25მდე საყვარელი ფოტოგრაფის ნამუშავების კრებული მქონდა შენახული.
ყველაფერი ზედემტად დალაგებული იყო, ერთი ნაკლით.

დღეს ნელ-ნელა ვიხსენებ ან მახსენდება.
ამასწინათ ის ვიდეო ვიპოვე რომელსაც 1 წლის წინ ალაბთ ყოველდღე ვუყურებდი.
სიმღერა რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩული იყო.
რამდენიმე დღის წინ ვნახე კურდღელი დესკტოპისთვის და ის ფოტო გამახსენდა, იასამნისფერ ფონზე.
გუშინ ხელები ვნახე და ის ხელები გამახსენდა, დიდი ხელისგულით, თითქოს მშრალი, ფერმკრთალი, ნატიფი (იმ დროს აუცილებლად ვიხმარიდი ამ სიტყვას, ძალიან ატეხილი მქოდნა) თითებით.

დამეკარგა ის ფოლდერიც რომელშიც ალბათ 50მედე ფოტო იყო.

დღეს უკვე ბუნდოვნად მახსოვს იქ რას ვინახავდი

No comments:

Post a Comment