Sunday, February 26, 2012

მივდივარ და ვეუბნები "რამე წამოგიღო?"
მერე თავს მადებს, ერთ სავარძლეში ვსხდებით და რამე სისულელეს ვუყურებთ.
სულელურ კომენტარებს ვაკეთებთ ნებისმიერ მოქმედებაზე და ტირილამდე ვიცინით.
მერე ჩემთვის ჩაის დაყენება ეზარება, თვითონ რძეს ვერ იტანს და ვსვავთ პაკეტის ჩაის და რძიან ყავას.
ყოველ კვირა ვაფრთხილებ ჩემთვის ტკივილგამაყუჩებლის წამოღბა არ დაავიწყდეს. "ნუ იჭყიპები"
წელზე მენთოლის გელს მისმევს და ლურჯ ქამარს მიკეთებს, თან ბუზღუნებს. მეც მეშლება ნერვები და ყვირილს ვიწყებ, ნეკნებთან საშინელ ტკივილს ვგრძნობ.
ნორმალურად ჭერის ჩამოწმენდაც აღარ შემიძლია, მძიმე ზურგჩანთზე არაფერი რომ არ ვთქვა.
ჩემი ახალი სკოლა იმ სახლთან ახლოსაა სადაც ვცხოვრობდი, გაკვეთილების შემდეგ მივდივარ და სასიამოვნო სუნს ვგრძნობ. ბოლო  ერთი კვირა სულ ახალ-ახალ რამეს მიმზადებს, თეფშებს მე ვრეცხავ და ვამტვრევ.
ის ერთადერთია ვისთანაც ბუნებრივად ტირილი გამომდის და სულაც არ მინდა გაუცხოება დამემართოს მითუმეტეს თვეში ერთხელ ყველას ორჯერ უფრო მეტად ვუღრენ.
დარწმუნებული ვარ, მას რომ რამე დაემართოს მეც აუცილებლად იგივე მომივა, ამიტომაც მინდა ბედნიერი იყოს.
ნააან, ზოგჯერ როგორ გინდა სხვა დანარჩენისგან დაიძინო და მხოლოდ რამდენიმე რამე დატოვო.
დღეს დილითაც სახლიდან მხნედ გავედი, უცბად კიბეებზე ჩარბენის დროს მუხლი რომ არ მომკეცვოდა და არ წავქცეულიყავი.  კარგი, ალბათ დამეჭიმა. რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ჩემ ერთ-ერთ საძულველ ობიექტს ართრიტი სჭირს, სულაც ძვლები დაულეწავს. მე ჩემი მიოზიტიც მეყოფა.
მარშუტკაში  -ინებეთ... გმადლობთ... ნახვამდის....
20 წუთი ქუჩაში ისევ გავიყინე მერე ანიც მოვიდა, არარსებულ კუნკურსზე გავიმარჯვეთ და უკან დაბრუნებისას ისევ  ის მძღოლი შემხვდა -ინებეთ... გმადლობთ... ნახვამდის + ღიმილი.
მე იცი ვაკვირდები როდესაც დავდივარ ქუჩაში, ვუყურებ ხალხის სახეებს, ვიზივარ იატაკზე, ვწერ დავალებას, ვხატავ, ვსვამ, ვუსმენ, ვაკეთებ და ა.შ ნებისმიერ დროს ხდება ასე.
 და ყოველ წუთში მორიგ ერთ ტკივილად მიღირს შორს გადადებული მოგონებების თავიდან გახსენება.
თუმცა ვალდებულებას (რატომ შემძულდა ეს სიტყვა ასე ძალიან) განვიციდ  გითხრა, კარგად ვარ.


ჩემ ამჟამინდელ საცხოვრებელში მისვლისას კარს ის მიღებს, ფაფას ჭამს, მერე სამზარეულოში გადის და რაღაცას აკეთებს, მე ჩემ ოთახში ვუკრავ და ვცდილობ ნოტები გავარჩიო.
ვუკრავ, ცუდად ვუკრავ მაგრამ მაინც.
მე ის ადრეც მიყვარდა მაგრამ ახლა სიგიჟემდე, უარესად ძლიერად, ყველაფერი ძალიან კარგადაა, იმდენად რომ მხოლოდ წვრილმანის გადმოცემას თუ შევძლებ და მე არ ვიტყუები მასთან.
ვიცდი როდის გაივლის იმიტომ ვიცდი რომ ვიცი გაივლის, წესით, მაგრამ ჯერ კიდევ  განუწყვეტლივ შიშს განვიცდი, რაღაცის ჩემით გაფუჭების შიშს.





No comments:

Post a Comment