Sunday, March 15, 2015

პოსტი, რომელსაც ჰქვია მე მეშინია შენი სახელის წარმოთმა, ან მე რამის მაინც არ მეშინია

დაჯექი, ნაან. მომიყევი როგორ ხარ, აბა მითხარი რას დაამსგავსე შენი ცხოვრება, ოღონდ არ მოიტყუო.
ოუქეი
5 თვე გავიდა, ოდნავ უფრო მეტი. ჩემი სახლიდან გაქრა სიმყუდროვე, სითბო, მაგრამ ვინც დავრჩით მაინც ვცდილობთ სიმშვიდის დაბრუნებას, ყველა თავისებურად ცდილობს დანაკლისის აღდგენას.
ჰაინრიჰ, აქამდე ყველაზე მეტად შენ მენატრებოდი, სულ მინდოდა წასვლის შემდეგ ერთხელ მაინც გამოჩენილიყავი. ახალა ის მაკლია, ვერ ვეგუები აზრს, რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს.
ხოომ, არასწორი მიდგომაა, მაგრამ როგორც კი ჩემი ცხოვრებიდან ის ადამიანები მიდიან, ვისი გაქრობაც მანგრევს, მაშინვე მათ ჩანაცვლებას ვცდილობ.
შენ რომ წახვედი.... არ ვგულისხმობდი მაგას. შენ რომ წახვედი, ვერ ჩაგანაცვლე. გულწრფელად ვამბობ, ვეძებდი ეგეთ ტიპებს. ბოლოს საკუთარი თავით გადავწყვიტე ჩანაცვლება და ვაღიარებ, ეგ იყო ჩემი მასშტაბური სისულელეებიდან ერთ-ერთი.
ვერც მას ვერ შევცვლი ვერავით, ანუ არ ამართლებს ეგ მეთოდი. დიდი დიდი, ბოლოს თავისით გაქრეს მაგის აუცილებლობა.
როგორც, დავუშვათ, შენს შემთხვევაში. ახლა შემთხვევითაც რომ "შემომხვდე" წესით აღარ უნდა აღვფრთოვანდე. მაშინ FB-ის ლინკიც რომ მომეცა, ან არ წასულიყავი არაფერი არ შეიცვლებოდა. ეს ბოლო, დანამდვილებით ვიცი.
ადრე, ვარსკვლავი რომ ვარდებოდა ციდან, ან ტელეფონზე 11:11 იწერებოდა ერთადრეთ სურვილს ვიფიქრებდი - ნეტა დაბრუნდეს. ოღონდ მართლა.
იუ ქენ ლაფ ეთ მი
ენივეი, ცხოვრებაში უარესებიც ხდება, მაგალითად "ცივ" სახლში დაბრუნება.
უკეთესებიც ^_^
სტუდენტი ვარ, სამართლის სკოლის სტუდენტი. წინა სემესტრის შემდეგ მხოლოდ ერთი საგანი შემეტენა. დიახ, მათემატიკა. მათემატიკური აზროვნება. ჩემი ლექტორი არაჩვეულებრივად ცეკვავს ტანგოს, დავფიქრდი იქნებ მეც მესწავლა, მაგრამ მითხრეს რომ ნაცადი მეთოდია და არ ამართლებს. მართალია,  ჩემი GPA არც ისე მაღალია, მაგრამ ვეცდები რომ მაღალი იყოს.
იცი, ახლა ისე ვწერ, რომ ყურსასმენები არ მიკეთია. არაფერს ვუსმენ. ეს პირველი პოსტია, რომელსაც უმუსიკოდ ვწერ.
ჰაინ, ოდესმე ჩემზე უფრო გაუბედავი ადამიანი თუ შეგხვდება, ძალიან გთხოვ, დამაკავშირე.
შენ ხომ ხედავ, რამდენი ადამიანია ჩემს გარშემო ვინც გიცნობდა, ვისაც ახსოვხარ, ან ვინც ახლაც გხედავს. სამყარო იმდენად პატარაა, ძალიან ძალიან რომ მოვინდომო, გამოვალ. შენ ხომ ერთხელ მიპოვე. ხომდა რატომ ვერ ვახერხებ იმავეს მეც

რატომ შემიძლია ას კაციან დარბაზში სიტყვით გამოსვლა, უტაქტოებისთვის ადგილის მიჩენა, სხვისი ჩემს სიმართლეში/ტყუილში დარწმუნება, ისეთ ადამიანად ქცევა, რომელსაც წარმატებული ჰქვია, ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა და საერთოდ იმის კეთება რაც უბრალოდ მინდა.
რატომ შემიძლია, ეს ყველაფერი და რატომ არ შემიძლია შენი მოძებნა.
ბლინ, არ მყოფნის გამბედაობა. არ მშველის ფრაზა: "ნან, შენ შეიძლება კურდღლის გული გაქვს, მაგრამ იმ გოგოდ უნდა იქცე, რომელსაც ლომის გული აქვს!" კი არ მშველის, ვერც კი წარმოვთქვამ.
ალბათ, ვერასდროს გავბედავ, საკუთარი თავის შიშის გამო.
ჰაინრიჰ, შენ ტესტერი ხარ. აღიარე, ეგეთი რამე არავის უთქვამს შენთვის.
თუ დაბრუნდები, გავუძლებ შენთან საუბარს? მივიღებ ამას ჩვეულებრივ ამბად, თუ პირიქით - ისევ იგივე დამემართება, რაც ადრე.
მეშინია, დამთრგუნავს იმის დანახვა, იქნებ ისევ სულელი ბავშვი ვარ, რომელსაც რაღაცები აღაფრთოვანებს.
ვერ ვბედავ
შენს ერთ მესიჯზე, გული თუ ამიჩქარდა, გამოვა რომ ტყუილად მიწვალია, ყველაზე დიდი იმედგაცრუებას განვიცდი. და ეს შენს წასვლაზე მეტად დამანგრევს.
This is a tricky situation

No comments:

Post a Comment